12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღინიშნავს

0
101

12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს პეტრე-პავლობას აღინიშნავს. ყველა მართლმადიდებლური ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე, სხვა მოციქულთა შორის, თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან. ამიტომ ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. ისინი სხვადასხვა გზით მივიდნენ ქრისტესთან. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთგვარი სულიერი მსგავსებაა. ისინი ერთდრულად, იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ. წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.

წინა სტატიაგოგი მეშველიანი: წალკის მუნიციპალიტეტს ვულოცავ სპორტული ცხოვრების ისტორიულ გამარჯვებას
შემდეგი სტატიალექსებში ჩატეული განვლილი წლები

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ