ორშაბათი, ივლისი 14, 2025
spot_img

ჩვენს შესახებ

გაზეთი „ბოლნისი” გამოდის 1935 წლიდან,ის ბოლნისში მცხოვრებმა გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს და მას შემდეგ სახელმწიფოს მუდმივი ხელშეწყობით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას. გაზეთის ბეჭდური ვერსია წლების განმავლობაში იყო ყოველკვირეული, შემდეგ თვეში ორჯერ იბეჭდებოდა, ამჟამად კი გამოდის თვეში ერთხელ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, ტირაჟით 400, მასში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ასევე რუბრიკები, ამბები წარმატებულ, ხელოვან, სპორტსმენ, უცნობ და ცნობილ ბოლნისელებზე. თავისი ისტორიიდან გამომდინარე გაზეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. გაზეთის არქივი ინახება ეროვნული მუზეუმის საცავში.

,,გაზეთი ბოლნისი“ არ ჩამორჩა თანამედროვე გამოწვევებს და 2014 წლიდან თანამშრომელთა სრული ჩართულობით, ფუნქციორება დაიწყო ინტერნეტ პორტალმა – www.gazetibolnisi.ge რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, საიტზე შუქდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომხდარი ახალი ამბები და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. მუშაობს გაზეთის youtube არხი, სადაც თავსდება ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო მასალები.

spot_img

ბოლნისელი პედაგოგის, იზა ლოსაბერიძის, გზა ბოლნისიდან CERN-მდე

იზა ლოსაბერიძე იმ პედაგოგთა შორისაა, რომლებიც  ახერხებენ,  თეორია პრაქტიკაში გადაიტანონ და ცოდნა შთაგონებად აქციონ. ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) მონაწილეობა მისთვის მხოლოდ პროფესიული წინსვლა...