მოსახლეობის საყურადღებოდ!

0
2883

 ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან დაკავშირებით, სასმელი წყლის სათაო ნაგებობაზე შემცირდა წყლის დებეტი, რის გამოც, ქალაქ ბოლნისის და დაბა კაზრეთის მოსახლეობა, 18 ივლისიდან, სასმელი წყლის შეცვლილი გრაფიკით ისარგებლებს, კერძოდ: ქალაქ ბოლნისის,  ე.წ. გეოლოგებისა და ანდრეევკის დასახლებას (მაგთის ოფისამდე) დღის მეორე ნახევარში, 19 საათიდან 23 საათამდე მიეწოდება წყალი, ხოლო ქალაქის დანარჩენი ნაწილი, დილის 7 დან, 11 საათამდე ისარგებლებს აღნიშნული გრაფიკით.

დაბა კაზრეთის მოსახლეობას კი დილის 7-დან 10:30 საათამდე, საღამოს 19-დან 22:30 საათამდე მოხდება წყლის მიწოდება.

გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, საყაფლანოს სათაო ნაგებობაზე, მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

წინა სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სასმელ წყალთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს