სასმელი წყლის სათავო ნაგებობაზე წყლის დებეტის შემცირების შედეგად, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ქალაქ ბოლნისისა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეცვლილი გრაფიკით შესთავაზა.აღნიშნულმა გრაფიკმა მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის უპირველესი მიზანი მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი ინტერესების გათვალისწინებაა. სწორედ ამიტომ, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“, რომელიც სასმელი წყლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთს დღეიდან სასმელი წყლის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში, დილასა და საღამოს აღუდგეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ძალისხმევას არ იშურებს აღმოფხვრას ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულის პერიოდში.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, უშუალოდ მერს დავით შერაზადიშვილსა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელობასთან, საკითხის მოგვარების მიზნით, არაერთი შეხვედრა აქვთ გამართული. კომპანიასთან სისტემატური მოლაპარაკებების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა.ამ ეტაპზე, ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების: ტანძის, იწრიისა და რატევნის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. საპროექტო სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება და შემდგომ უკვე სამშენებლო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება. პროექტი ითვალისწინებს, დაზიანებული მაგისტრალური მილის რეაბილიტაციას, რკინა-ბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ტანძიის, იწრიისა და რატევნის მაცხოვრებლები სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებენ. ქალაქი ბოლნისი კი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი