ბოლნისში კომპანია „ავარდენტმა“ პატარებისთვის, პირის ღრუს მოვლისა და სწორი ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო კამპანია გამართა. შეხვედრის ფარგლებში, ექიმ-სტომატოლოგმა ზურა ართმელაძემ, სპეციალური მულაჟის გამოყენებით, მონაწილეებს კბილების სწორად გახეხვისა და პირის ღრუს ყოველდღიური მოვლის წესები პრაქტიკულად გააცნო, ასევე პირველადი სტომატოლოგიური დათვალირება ჩაუტარა პატარებს და შეხვედრის დასასრულს, კომპანიისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
როგორც „ავარდენტის“ დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, მხოლოდ კბილების მოვლით არ შემოიფარგლება, ის ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
შეხვედრა ბოლნისში ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.




