პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, კულტურის სახლის, სამუსიკო სკოლისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერების გამწვანების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, სამუშაოების მიმდინარეობისას, დაფიქსირდა ვანდალიზმის შემთხვევები. კერძოდ, ბოლნისის სამუსიკო სკოლის წინ მდებარე სკვერში უცნობმა პირებმა მოიპარეს უკვე დარგული მცენარეები.
გამწვანების მასშტაბური სამუშაოების მიზანი ქალაქში არსებული სკვერების იერსახის გაუმჯობესებაა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მოწესრიგებულ, გალამაზებულ სკვერებში შეძლონ დროის სასიამოვნოდ გატარება. აღნიშნული ტერიტორიები საჯაროა, შესაბამისად, მისი მოვლის ვალდებულება, ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ შექმნილი შესაბამისი სამსახურის გარდა, თითოეულ მოქალაქესაც ეკისრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გმობს ამ ვანდალურ ქმედებას და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება
მსგავსი სტატიები