პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისის ახალ კარტოფილს მალე ადგილწარმოებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დასახელება მიენიჭება

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სოფლებში საადრეო კარტოფილის  აღება მალე დასრულდება, ფერმერებს სეზონურად 80 000 ტონამდე კარტოფილი მოჰყავთ, როგორც სოფელ რაჭისუბნის თემში მცხოვრები  ზაზა რეხვიაშვილი გვიყვება  მოსავალს არ უჩივის თუმცა უჭირს მოწეული პროდუქციის რეალიზება. ის წლებია კარტოფილის წარმოებითაა დაკავებული,ბოსტნეული კულტურა სოფელ სამტრედოში    წელს თექვსმეტ ჰექტარ მიწის ფართობზე ეთესა. ფერმერის აღნიშვნით კარტოფილის მოყვანა საკმაოდ ძვირი ჯდება, მან სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლა.

  ბოლნისში წარმოებულ ახალ კარტოფილზე ცნობადობა და გასაღების არეალი მალე საგრძნობლად გაიზრდება ,რადგან პროდუქციას ადგილწარმოებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დასახელება მიენიჭება. კარტოფილის მოსავლის აღებას ბოლნისის აგროცენტრის ხელმძღვანელი  და ,,გაერთიანება ღვინო ბოლნისის’’ დამფუძნებელი დაესწრო, ფერმერებს მათ იფორმაცია მიაწოდეს იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც უკვე მოამზადეს  და   დასამტკიცებლად საქპატენტს რამდენიმე დღეში   გადაეგზავნება.

,,ღვინო ბოლნისის’’ შემდეგ  ახალი კარტოფილი  საერთაშორისო ბაზრებს მალე აითვისებს, მანამდე კი, ფერმერებს მოსავლის მოყვანა,    საქპატენტის მიერ გაცემულ დოკუმენტში მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოუწევთ, რის შემდეგაც  ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვას ფერმერები, გაცილებით მაღალ ფასში შეძლებენ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები