ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
spot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილებები შევიდა

სოციალური მომსახურების გაწევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

        ამ მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა პროექტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს:

,,ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში კალენდალური წლის განმავლობაში გათვალისწინებული იყო 1500 ლარი, ცვლილებით გათვლილია 2000 ლარი.

ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების თვიური ქირის საფასური  100 ლარის ნაცვლად  150 ლარი გახდა.

სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამაში (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) ყველა კატეგორიის ბენეფიციარის სამკურნალო და ამბულატორიული მკურნალობისთვის კალენდარული წლის განმავლობაში გათვალისწინებული 1000 ლარი 5000-მდე  გაიზარდა, ცვლილება შეეხო მედიკამენტური მკურნალობისათვის გამოყოფილ თანხასაც, 500 ლარი გაორმაგდა.’’აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, ბავშვის დაცვისა და განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში   შექმნილია სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითვალისწინებს იმ გაჭირვებული მოქალაქეების (ოჯახების) დახმარებას, რომლებიც განცხადების მიმართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მიმართვის პერიოდში მძიმეა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები). მათი სამკურნალო და ამბულატორიული მკურნალობისთვის გათვლილი  1000 ლარი 5000-მდე გაიზარდა, მედიკამენტური მკურნალობისთვის თანხამ  1000 ლარი შეადგინა.

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარების პროგრამაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გათვალისწინებული იყო 100 ლარი, ცვლილების პროექტში გაიწერა 500 ლარი.

ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  მსხვერპლის დახმარება განსაზღვრული იყო 100 ლარის ოდენობით, პროექტში გათვალისწინებულია 300 ლარი’’.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ცვლილების პროექტს, რაც ნიშნავს იმას, რომ 2021 წლის 20 დეკემბრიდან აღნიშნული პროგრამა, წარმოდგენილი ცვლილებებით აგრძელებს მოქალაქეების საჭიროებების მოგვარებას.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები