HomeTVპეტრე პავლობა ბოლნისში, სადღესასწაულო ლიტურგია ელიას მთაზე

პეტრე პავლობა ბოლნისში, სადღესასწაულო ლიტურგია ელიას მთაზე

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება გაიმართა ბოლნისში, ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მონასტერში, სადაც საღვთო ლიტურგია ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა აღავლინა.

სადღესასწაულო ლიტურგიას სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები,ქვემო ქართლის მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მათ პეტრე-პავლობის დღესასწაული მოსახლეობას ბოლნისიდან მიულოცეს

პეტრე-პავლობა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღით სრულდება პეტრე-პავლობის მარხვა, რომელიც მორწმუნეებისთვის სულიერი განწმენდისა და შინაგანი განმტკიცების გზად მიიჩნევააქაც ნაწილი სტუმრები

წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით ქრისტიანული ეკლესიის გამორჩეულ მოღვაწეებად მიიჩნევიან. სწორედ ამიტომ ეკლესია მათ „თავთა მოციქულებად“ მოიხსენიებს. წმინდა პეტრე უფლის თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი იყო, ხოლო წმინდა პავლე, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ უდიდეს მქადაგებლად იქცა. მიუხედავად განსხვავებული გზისა, ორივემ სიცოცხლე ქრისტეს მსახურებას მიუძღვნა და მოწამებრივად აღესრულა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები