ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგობიანსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაბა კაზრეთის, სოფელ ბალიჭისა და სოფელ ტანძიის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელეს მოსახლეობისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ბოლნისში წყალარინების სისტემის პროექტის მიმდინარეობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დასრულდა. შედეგად, ქალაქის გარკვეულ ნაწილში მოწყობილი ახალი ქსელი დღემდე დაუსრულებელია და ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იმისათვის, რომ მოსახლეობამ სრულფასოვანი მომსახურებით სარგებლობა შეძლოს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება შემდგომი სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებისა და დასრულების მიზნით. ვიდრე საკითხი სრულად გადაიჭრება, მხარეებმა, ასევე, დროებითი გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ღიბრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობისა და გაერთიანებული წყალმომარაგების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზამურ ჭითანაბა:ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი
პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგობიანსა და კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდი.
სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ დაბა კაზრეთის, სოფელ ბალიჭისა და სოფელ ტანძიის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები. ვისაუბრეთ მოსახლეობისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ ბოლნისში წყალარინების სისტემის პროექტის მიმდინარეობას. აღნიშნული პროექტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მისი დასრულება ვერ მოხერხდა. შედეგად, ქალაქის გარკვეულ ნაწილში მოწყობილი ახალი ქსელი დღემდე დაუსრულებელია და ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, რათა შესაძლებელი გახდეს სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და პროექტის დასრულება. საბოლოო გადაწყვეტამდე კი, მოსახლეობისთვის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დროებითი ღონისძიებების განხორციელების გზებზე ვიმსჯელეთ.
ჩვენი მთავარი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ დასახლებაში მოსახლეობას ჰქონდეს უწყვეტი, ხარისხიანი და უსაფრთხო წყალმომარაგება. ამ მიმართულებით მუშაობას შესაბამის უწყებებთან აქტიურად გავაგრძელებთ.
გიორგი სვანიძე:ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ზამურ ჭითანავასთან, საკრებულოს წევრებთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეს გიორგი გიორგობიანს და კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდი.
შეხვედრაზე განვიხილეთ დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭსა და ტანძიაში სასმელი წყლის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდების საკითხი, ასევე წყალარინების სისტემასთან დაკავშირებული ვითარება.
ჩვენი მიზანია, პროცესი ისე წარიმართოს, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს, თუმცა მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესები და მათი კეთილდღეობაა.
შეხვედრაზე ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას.











