17 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

0
458

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. ტრადიციას საფუძველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა, რომლის მიზანია ოჯახის სიწმინდისა და სიძლიერისთვის ხელშეწყობა, მრევლის ეკლესიისკენ შემობრუნება და რწმენაში გაძლიერება. საყოველთაო ჯვრისწერას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ორგანიზებით ხორციელდება, ბოლნისის ეპარქიაც ყოველწლიურად უერთდება. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, მიმდინარე წლის, 17 მაისს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. დაინტერესებულმა ჯვარდაუწერელმა წყვილებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშოს წარმომადგენლობაში, ჯვრისწერის სამსახურში ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 59985951 ,599859855.

წინა სტატიაშემეცნებითი ხასიათის სპექტაკლებს, ბოლნისის თოჯინების თეატრი, მიმდინარე თვის ყოველ პარასკევს გამართავს
შემდეგი სტატიასოფელ ბოლნისში სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის იუბილე აღინიშნა