ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი ღიბრაძესთან, ერთად ხიდების რეაბილიტაციისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. დასრულების ეტაპზეა ქალაქ ბოლნისსა და სოფელ ხატისოფელში მდებარე ხიდების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ასფალტის საფარი და მოაჯირები, ამ ეტაპზე კი ბურჯების მობეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. სიონის ქუჩაზე მდებარე ხიდი დღეს საღამოს, ხოლო სოფელ ხატისოფლის ხიდი ხვალ საღამოს გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და ორივე პროექტის ღირებულება ჯამში 872 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. სოფელ ქვემო არქევანიდან ხატავეთის მიმართულებით 1 550 კვადრატულ მეტრზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო დაბა თამარისში 2 500 კვადრატულ მეტრზე ასფალტბეტონის საფარი იგება. აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 600 000 ლარამდეა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
მსგავსი სტატიები





