პარასკევი, მარტი 29, 2024
spot_img
Homeრუბრიკებითამარ ჯაყელი ამერიკაში მიღებულ წარმატებასა და გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს

თამარ ჯაყელი ამერიკაში მიღებულ წარმატებასა და გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს

,,მიზანი, მონდომება და ძალისხმევავფიქრობ, ეს სამი უმთავრესი კრიტერიუმია, რომელიც  წარმატების მიღწევაში გეხმარება”-ასე ფიქრობს დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თამარ ჯაყელიამერიკული საბჭოების გაცვლითი პროგრამა ,,FLEX”-ის გამარჯვებულია და დღეს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს.

 გამორჩეულად შრომისმოყვარე ახალგაზრდა სხვადასხვა ნიჭითაა დაჯილდოებული. საოცარი ხმის ტემბრის წყალობით არაერთხელ დაატკბო მსმენელი. მუდმივი ძიება, სიახლეების მიმართ ინტერესი შედეგიანი აღმოჩნდა, განსაკუთრებული მონდომებით ეუფლება ამერიკული სკოლის მიერ შეთავაზებულ საგნებს და ფიქრობს, რომ ერთწლიანი განშორება სკოლასთან, ნაყოფიერი აღმოჩნდება. მიღებულ გამოცდილებას თავის ქვეყანაში განავრცობს და ქვეყნის სასიკეთო საქმეების კეთებაში აქტიურად ჩაერთვება. 

როგორ ახასიათებენ თამარს თანაკლასელები:

სალომე აბულაძე:თამარი შრომისმოყვარეა, დასახული მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავს, რაზეც მისი წარმატება მეტყველებს. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. კარგი მოსაუბრეა, ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე და ეს თითქმის, არ გვბეზრდება.

 თავად თამარი კი უცხოეთში ყოფნას ასე აფასებს:

-ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჩემი ჰოსთი უთბილესი და უსაყვარლესი ქალბატონია და  ძალიან დავუახლოვდი. ჩემთვის ეს ადამიანი მეორე ოჯახი გახდა. ყველანაირად მიგებს და მეხმარება, თუ რამე მიჭირს.მხარს მიჭერს ახალ წამოწყებებში. 

როგორია ამერიკული სკოლა?

-აქაური სკოლა სრულიად განსხვავებულია საქართველოსგან. არჩევითი საგნები ბევრია. კლასებს ყოველ გაკვეთილზე ვიცვლით. სულ სხვადასხვა კლასელებთან მიწევს ყოფნა. მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტეებს ერთად გვაქვს გაკვეთილები (ვისაც ერთი და იგივე საგანი გვაქვს აღებული). უმეტესად კონსპექტებს ვადგენთ და ისე ვსწავლობთ. საგნები თითქმის იგივე სახისაა აქაც. განსხვავებულია კულინარია, თეატრი, გუნდი, წყლის მეცნიერება, დიზაინი და კიდევ ბევრი, მაგრამ ყოველივე ეს სკოლებზეცაა დამოკიდებული.  გაცვლითი პროგრამის სხვა ქართველ ბავშვებს სხვანაირი სკოლის გრაფიკი აქვთ.

რას ურჩევდი შენს თანატოლებს?

– რაც შეეხება რჩევას: მიზანი, მონდომება და ძალისხმევა. ვფიქრობ, ეს სამი  უმთავრესი კრიტერიუმია მთავარი წარმატების  მიღწევაში. 

რა გენატრება?

-სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არაფერი მენატრება (მაგრამ შეიძლება სკოლის ცხრაზე დაწყება მენატრება ახლა)თავიდან არ მეგონა რომ სხვაგან გამგზავრებას და გარემოს შეცვლას ამდენი დაღლილობა შეეძლო მოეტანა. ამის გამო პირველი თვე-ნახევარი საშინლად დაქანცული ვიყავი და ენერგია არ მქონდა საერთოდ, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ახლა არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. უსაყვარლესი მეგობრები გავიჩინე და აქაური მასწავლებლებიც ძალიან შემიყვარდა. ,

ეთერ ჩულიხიძე, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი:

-თამარ ჯაყელი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლეა. ცხრა წელია თამარის დამრიგებელი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მოსწავლესთან ურთიერთობის  საშუალება მაქვს. თამარი გამოირჩევა  აქტიურობით, ჩართულობით სხვადასხვა სოციალურ თუ სასწავლო პროექტში. ძალიან თავისუფალი და კომუნიკაბელური მოსწავლეა. გაკვეთილზე  ხშირად გვისაუბრია  მისთვის საინტერესო თავისუფალ თემებზე . ვფიქრობ, თამარის წარმატება განაპირობა მისმა დაუღალავმა შრომამ და ყველაფრის მიმართ ინტერესმა. ის ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მიმაჩნია, რომ  თამარი  ბევრ წარმატებას მიაღწევს მომავალში! 

მაია მოსეშვილი, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

-თამარ ჯაყელმა უმაღლესი შეფასებებით კიდევ ერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა, სკოლა, ოჯახი. მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებული ამერიკული სკოლის წარმომადგენლები აფასებენ თამარის შესაძლებლობებს, რაც ჯილდოებითაც აისახება. რამდენიმე  დღის წინ  თამარ ჯაყელი მედლით დააჯილდოვეს მოცარტის მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის.

მზრუნველი დედის დამსახურებაა ის, რომ თამუნა მრავალმხრივად განვითარებული გოგონაა. დაუღალავი შრომით ჯერ კიდევ აქ, სკოლაში, გვაოცებდა თავმდაბალი, ერთგული, გამორჩეული მოსწავლე.

თამარ ჯაყელი გაზაფხულზე დაბრუნდება საქართველოში და როგორც თავად ამბობს იქაური გამოცდილება სამშობლოშიც გამოადგება და იქნება კარგი მაგალითი სხვებისთვისაციფიქრონ, დაგეგმონ და განახორციელონ დასახული მიზნები.

RELATED ARTICLES

Most Popular

Recent Comments