Homeრუბრიკები„ენგურის ხიდი ისევ გველოდება“-ასე ჰქვია საკონკურსო  ნაშრომს, რომელმაც  ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა...

„ენგურის ხიდი ისევ გველოდება“-ასე ჰქვია საკონკურსო  ნაშრომს, რომელმაც  ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და საუკეთესო სამეულს შორის დასახელდა

    კიდევ ერთი სასკოლო კონკურსი, კიდევ ერთი ახალგაზრდის წარმტება და, კიდევ ერთი გამარჯვებული ნაშრომი.

„ჩემთვის წერა არის გზა, რომ ჩემი აზრები და

განცდები სიტყვებად ვაქციო“-ამბობს სკოლა „დავითიანი“-ს მოსწავლე ლიკა ფრუიძე.

„ენგურის ხიდი ისევ გველოდება“-ასე ჰქვია საკონკურსო  ნაშრომს, რომელმაც  ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და საუკეთესო სამეულს შორის დასახელდა.

 ცოტა ხნის წინ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  მიერ გამოცხადდა კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის  სახელწოდებით: „როცა აფხაზეთში დავბრუნდებით“.კონკურსი ითვალისწინებდა  შემოქმედებითი ხასიათის  ისეთი პროექტების შექმნას, როგორიცა: კონცეფცია ,ესსე, ვიდეორგოლი, ინტერვიუ ,ნახატი და საინფორმაციო ბუკლეტები. კონკურსში მონაწილეობდა 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტი მოსწავლე. წარდგენილი იყო 1270 ნაშრომი. მათ შორის იყო ლიკა ფრუიძის „ენგურის ხიდი ისევ გგველოდება“

 „ჩემი საკონკურსო ნაშრომი იყო ,,ენგურის ხიდი ისევ გველოდება“, სადაც ვისაუბრე აფხაზეთის ტრაგედიასა და ენგურის ხიდის სიმბოლურ მნიშვნელობაზე. ყურადღება გავამახვილე იმ ადამიანების ტკივილზე ,მონატრებასა და იმედზე, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. მთავარი აზრი კი ის არის, რომ აფხაზეთის ისტორიის გადაცემა   მომავალი თაობებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია.“

თქვენი ნაშრომი დასახელდა საუკეთესო სამ ნამუშევარს შორის. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს და  რა იყო ის ძირითადი ღირებულებები, რამაც კონკურსში გამარჯვება  და ღირსეული მესამე ადგილი მოგიტანათ?

„ჩემმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა, რადგან თემას დიდი პასუხისმგებლობით და გულწრფელი დამოკიდებულებით მივუდექი.  წარმატება შრომამ, მონდომებამ და თემის მნიშვნელობის სწორად წარმოჩენამ განაპირობა.

ჩემთვის წერა არის გზა,რომ  აზრები და განცდები სიტყვებად ვაქციო.როცა ვწერ, შემიძლია თავისუფლად გამოვხატო საკუთარი თავი და სხვებსაც გავუზიარო ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია“.

როგორი იყო  ემოცია, როდესაც გამარჯვებულთა შორის თქვენი სახელი გაჟღერდა?

  ჩემთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი იყო. დიდი სიხარული და სიამაყე ვიგრძენი. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის  სკოლას . „დავითიანი “ყოველთვის გვამხნევებს, რათა ვიყოთ აქტიურები, შემოქმედებითი და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთელს სკოლას. მათ გარეშე  ამას ვერ მივაღწევდი.“

კონკურსში მონაწილებამ რისი შესაძლებლობა მოგცათ?

„კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. მომცა საშუალება, უკეთ შემესწავლა თემა. გამეღრმავებინა ცოდნა და ჩემი შესაძლებლობები წარმომეჩინა. უფრო თავდაჯერებული გავხდი და დავრწმუნდი, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. ეს აღიარება ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები