ბოლნისში, მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში მიმდინარეობს, დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიღძვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, სადაც მონაწილეობენ 2011-2012 წლებში დაბადებული სპორტსმენები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ორასამდე ძიუდოისტი, 2 დღის განმავლობაში, 9 წონით კატეგორიაში იასპარეზებს. გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით, სიგელებით და თასებით დააჯილდოვეს. ტურნირს, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეჯიბრის პირველ დღეს ბოლნისის ძიუდოს სკოლის სპორტსმენებმა სხვდასხვა წონით კატეგორიაში 1 ოქრო, 2 ვეცრცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო 60 კგ წონით კატეგორიაში საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული დავით ნავერიანის სახელობის სპეციალური თასი გადაეცა 1 ადგილზე გასულ გიორგი ბეგიაშვილს.
დავით ნავერიანი იყო მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ყოველწლიურად ტარდება, ეს დღე ძიუდოს ფედერაციის კალენდარშია შესული.



