[:en]

გაიცანით კარგი მეუღლე, სამი მცირეწლოვანი ვაჟის დედა და პროფესიონალი საჯარო მოხელე თამარ ასათიანი.

ქალს შეუძლია ერთდრდოულად იყოს მრავალშვილიანი დედა და წარმატებული, რეალიზებული ადამიანი. ეს, რომ მიღწევადია ამას ჩვენი დღევანდელი გმირის მაგალითიც გვიჩვენებს. თამარ ასათიანი, კარგი მეუღლე, სამი მცირეწლოვანი ვაჟის დედა და პროფესიონალი საჯარო მოხელეა. მიუხედავად დროის სიმცირისა მაინც ახერხებს იყოს პირველ რიგში დედა და მერე მეგობარი, ოჯახში დიასახლისი და აქტიური საზოგადოებრივ საქმიანობაში. მას უზომოდ უყვარს მშობლიური ქალაქი, ამბობს: – „ ბოლნისის გარდა სხვაგან ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებ.“ წლებია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს. მის თვალწინ და მისი ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. არის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. თამარ გილოცავ დედის დღეს! გვიამბეთ თქვენზე, როგორ მოხვედით აქამდე სადაც ახლა ხართ?-იყო დედა არის დიდი პასუხისმგებლობა, მუდმივი შრომა, თუმცა საოცარი სიამოვნებაც, მინდა ყველა დედას ვუსურვო ჯანმრთელობა და შვილების წარმატება. ყველას გისურვებთ გაზაფხულივით ბობოქარი და ფერადი ცხოვრება გქონდეთ. დავიბადე და გავიზარდე ბოლნისში. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია და ვთვლი,რომ ვერასდროს სხვაგან ვერ ვიქნები, სხვაგან ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებ ალბათ ამანაც გადაწყვიტა საბოლოო ჯამში ჩემი არჩევანის გაკეთება და აქ დაბრუნება. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის შემდგომ იყო სხვადასხვა პერიოდული გამომცემლობები, პრესა, ტელევიზია და ბოლოს საჯარო სივრცე. გაგიმართლათ?-ალბათ გამიმართლა. შესაძლებელია დღეს სხვაგან და სხვა სივრცეში ვყოფილიყავი, რომ გამეგრძელებინა არჩეულ გზაზე სიარული. იყო სხვადსხვა შემოთავაზებები, მაგრამ რატომღაც მისი შეცვლა ვამჯობინე, არჩევნი სხვა ღირებულებებზე და სხვა სტრუქტურაზე გავაკეთე, რასაც ნამდვილად არ ვნანობ. შემდგომ იყო და დღემდე არის საჯარო სივრცე. ფაქტობრივად ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა დიდი რეფორმის პერიოდში მომიწია მუშაობა. ამასობაში განვლო საკმაოდ დატვირთულმა, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე ოცმა წელიწადმა.როგორ იცვლებოდა დრო?- ვერ გეტყვით, რომ ვცდილობდი რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას რაც წარმომაჩენდა ან გამომარჩევდა სხვებისგან, ეს ყველაფერი თითქოს ბუნებრივად ხდებოდა და გავიარე კარიერული ეტაპები უმცირესიდან დაწყებული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციამდე დამთავრებული. როგორ ხედავთ ქალის როლს საზოგადოებაში, სად არის მისი ადგილი? ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში იზრდება. ვფიქრობ, რომ ქალის ადგილი და როლი ყველგან არის და უფრო მეტიც აუცილებლად საჭიროა. დღევანდელობას თუ გადავხედავთ მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა თანდათან ეტაპობრივად აღიარეს, რომ რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მასში უფრო მეტად არის გათვალისწინებული სქესთა თანასწორუფლებიანობა და თანაბარი ჩართულობა. დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისათვის გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც აქტიურად არის ჩართლი ქალთა მიმართ ხელშეწყობის პროცესში სხვადსხვა მიმართულებით, ეს იქნება მათი ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიები, ნაადრევი ქორწინება თუ სხვა. საბჭო ეხმიანება და მოქმედებს იმ დროისათვის ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში. გენდერული თანასწორობა საკმაოდ საინტერესო თემაა, რაც მთავარია არის ახალი და განვითარებადი. წინ ჯერ კიდევ ბევრი ეტაპია გასავლელი.ძალიან სასიამოვნოა, როცა ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე ხარ. ოჯახი? -მყავს მეუღლე და სამი ვაჟი. როგორ ახერხებთ სროის გადანაწილებას?-რთულია, მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ საოჯახო და საზოგადოებრივი საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსებას. ვცდილობ დრო რაციონალურად გადავანაწილო, შესაბამისად ვასწრებ ყველაფერს, საოჯახო საქმეებით დაწყებული და ბავშვებთან თამაშით დამთავრებული. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ბავშვებთან ისინი უფრო მეტს ითხოვენ, ვიღლები, რთულია მაგრამ ძალიან სასიამოვნო.რა გიყვართ? -წიგნის კითხვა, ეს ის არის რაც მამშვიდებს და ძალების აღდგენაში მეხმარება.თამარ წარმატებებს გისურვებთ!,,გაზეთი ბოლნისი” კი ახალი რუბრიკით ეტაპობრივად გაგაცნოთ წარმატებულ ქალბატონებს ბოლნისიდან.

[:]