კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
Homeსხვადასხვაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა კომპანია „არემჯის“ თანამშრომლებს სამთოელის დღე მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა კომპანია „არემჯის“ თანამშრომლებს სამთოელის დღე მიულოცა

უკვე მე-3 წელია, რაც კომპანია „არემჯიმ“ მივიწყებული ტრადიცია აღადგინა და 3500-მდე დასაქმებულთან ერთად, პროფესიულ დღესასწაულს, სამთოელის დღეს აღნიშნავს. სამთოელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა წლის საუკეთესო 5 თანამშრომელი გამოავლინა. წელს პირველად დასახელდა ასევე წლის საუკეთესო დეპარტამენტიც.საზეიმო ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, დმანისისა და თეთრიწყაროს ახლად არჩეულ მერებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ჩართული კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების წარმომადგენლები, ასევე ტიტულოვანი სპორტსმენები ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, რომლებმაც 2021 წლის საუკეთესო სამთოელების გამოვლენაში მერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიმართა და კომპანიის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.სამთოელის დღე, 2019 წელს, „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კორპორატიულ დღედ დაწესდა და კომპანიაში დასაქმებული 3500-მდე თანამშრომლისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული. კომპანიაში ყოველწლიურად 17 დეკემბერს წლის შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება. „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „სამოთოელის დღე“ კომპანია „არემჯის“ თანამშრომლებისთვის მიმელოცა. მოგეხსენებათ, სამთო-მოპოვებით მრეწველობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და თითოეული სამთოელის როლი ამ მხრივ განსაკუთრებულია. ბოლნისის მერია ყოველთვის ცდილობს კერძო ბიზნესს ხელი შეუწყოს და მას რაც შეიძლება ხელსაყრელი სამუშაო გარემო შეუქმნას, ამის ნათელი დასტური კი „არემჯისა“ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობაა. უდავოდ სამაგალითოა კომპანიიის დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი, „არემჯიში“ აფასებენ აქ დასაქმებულ პირებს და ამ მხრივ კომპანია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, რისთვისაც „არემჯის“ ხელმძღვანელებს დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები