1993 წლის 27 სექტემბერს, 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში მიმდინარე ქართულ- აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირება სოხუმის დაცემით დასრულდა და ეს თარიღი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ- ერთ ყველაზე მძიმე დღედ დარჩა. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ამ დღეს განსაკუთრებით იხსენებენ აფხაზეთის ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირებს, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს. ამ დღესათან დაკავშირებით ადგილობრივმა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა,გმირები გაიხსენეს და სოფელ რაჭისუბანში მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ხოლო ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა, ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. სოხუმის დაცემის დღე საქართველოსთვის, ტრაგიკული შედეგების, დაკარგული ტერიტორიების ,დაღუპულთა ხსოვნისა და ენგურს იქით დაბრუნების სიმბოლოა.





