პირველ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, ბოლნისიც შეუერთდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, წარმომადგენლებთან ერთად, „სათნოების სახლს“ ესტუმრა, ბენეფიციარებს ეს დღე მიულოცა და ნობათები გადასცა.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი სვანიძემ ხანდაზმულთა მხარდაჭერასა და მათზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე 1990 წლიდან იმართება და მისი მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ხანდაზმულთა საჭიროებებსა და მათ სოციალურ უფლებებზე.




