ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

 მკვეთრი ფერებით გადმოცემული პატარა მხატვრის სათქმელი

ტილოზე აღბეჭდილი მკვეთრი და ფერადი ფერები, ფანქრით და საღებავით შესრულებული ბუნების პეიზაჟები, ნახატებში გადმოცემული თამამი და მგრძნობიარე ხასიათი, საზოგადოებამდე მიტანილი პატარა მხატვრის სათქმელი, ეს დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მერვე კლასელის ნინი გოქაძის ნამუშევრებია.

„სწავლა-განათლებას ძალიან დიდ დროს  ვუთმობ, ვმონაწილეობ ოლიმპიადასა და კლასგარეშე აქტივობებში. ვუკრავ ფორტეპიანოზე, თავისუფალი დრო ცოტა მაქვს, თუმცა ხატვას, ჩემს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2-3 წლის ასაკიდან ვაფერადებდი, ვხატავდი მულტფილმის გმირებს, ეს ნიჭი, მამასგან გადმომეცა. თვითნასწავლი ვარ, არასოდეს მივლია მასწავლებლებთან, თუ არ ჩავთვლით, ხელოვნების პედაგოგს, ნატო მიქელაძეს, მან მომცა ბიძგი, რისთვისაც ვუხდი მადლობას“.

ხატავს მაშინ, როცა ირგვლივ სიჩუმეა, წყნარი მუსიკა  ერთ-ერთი მთავარია   იმისთვის, რომ ჩანაფიქრმა რეალური სახე მიიღოს.

მისი ნახატები ფერადი და მკვეთრია, სადაც ნინის სულიერი სამყარო და ძირითადი სათქმელია გადმოცემული. ხატავს ფანტაზიით, ძირითადად ბუნების პეიზაჟებს. მიუხედავად პატარა ასაკისა, უამრავი ნამუშევარი აქვს შექმნილი ზოგი ფანქრით, ზოგიც საღებავით. „ხელოვნება ყოველთვის დარჩება  ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. სამომავლოდ  ისეთ პროფესიას ავირჩევ, სადაც ხელოვნებას უდიდესი ადგილი ექნება. ეს შეიძლება იყოს  არქიტექტურა. მიუხედავად იმისა, რომ დედას უნდა, პროფესიონალის დახმარებით, მეტი რამ შევისწავლო ფერწერაზე, მე  მინდა  დამოუკიდებლად მივაღწიო მიზანს“.

კითხვაზე, თუ რას ეტყოდა თანატოლებს, ვინც   ჩუმად ხატავს, ნინი გოქაძის პასუხი ასეთია:

„არ მოუსმინონ არავის, ხელოვნებას  ყველა თავისებურად  აღიქვამს, ის რაც მე არ მომწონს, სხვისთვის შეიძლება შედევრი იყოს, ხატონ თამამად, არ შეეშინდეთ იმის კეთება, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები