საბავშვო თეატრების რესპუბლიკური ფესტივალი “მზიანი საქართველოს” შედეგები ცნობილია, ფესტივალი ქობულეთში ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა სადაც თბილისის, ბოლნისის, მცხეთის, ჭიათურის, წყალტუბოს, თელავის, ხაშურის, ფოთის ბავშვთა და მოზარდთა თეატრების 23 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. “მზიანი საქართველოს” ორგანიზატორებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით სპექტაკლები სამ ასაკობრივ კატეგორიაში შეფასდა “გაცნობებთ რომ ფესტივალის შეფასება ნომინაცია – ” საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლი” მიენიჭა ” პირველ ოქტაველებს”, ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრ “საზღაპრეთი-2”-ს. გილოცავთ. რადგან ნომინაციათა კრებული გაქვთ საუკეთესო სპექტაკლით, სხვა ნომინაციები თავისთავად გადაიდო გვერდზე, დიპლომები გადმოგეცემათ სექტემბერში. ასეთი გზავნილი მიიღო საზღაპრეთი 2-ის თეატრმა ჟიურისგან. ფესტივალზე კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა და მოზარდთა თეატრის ახალმა თაობამ სპექტაკლი „პირველი ოქტაველები“ ითამაშა. რეჟისორის იზო ნიავაძის თავდაუზოგავმა შრომამ და სცენაზე პატარა მსახიობების მიერ გაცოცხლებულმა წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. შედეგმაც არ დააყოვნა, მსახიობების შრომა დაფასდა, ისინი ფესტივალზე დაწესებული სხვადასხვა ნომინაციებით დაჯილდოვდნენ:
მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის- მარიამ კორტავა (სი) -პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის – შოთა ტატიშვილი (ბატონი ბანი) ანა გრძელიშვილი (ქალბატონი ვიოლი), მათე დადვანი (დო) – მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის: -მარიამ ჯავახიშვილი (კრიახა),სოფო ბაგირიანი (კონტროქტაველი, მომღერალი) სახასიათო როლის საუკეთესო შესრულებისთვის – ცოტნე კიპაროიძე (ჯაზ-ბანდის მეთაური)
ეროვნული კულტურული ტრადიციების დამკვიდრების და ზნეობრივ-ესთეტიკური ინტერესების განვითარებისთვის საპატიო დიპლომები გადაეცა: -იზო ნიავაძე (რეჟისორი), თინათინ კოპალიანი (კომპოზიტორი), ოთო ნასრაშვილი (არანჟირების ავტორი) , გოჩა ხელიძე (დამდგმელი ქორეოგრაფი) , ანი მერკვილაძე (ქორეოგრაფი),ხათუნა ბერძენაძე (ვოკალის პედაგოგი), ეკა დავითაშვილი (ვოკალის პედაგოგი) , მზევინარ შეყილაძე (ხმის ოპერატორი) , რომა მინაძე (გამნათებელი). თეატრის ხელშეწყობისთვის მადლობის წერილები დაეგზავნა: -დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მერი) ,სოსო კოპალეიშვილი (კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი).
,, კიდევ ერთხელ ვულოცავ ,,საზღაპრეთი-2’’-ს. მინდა გამარჯვება მივულოცო ჩემ თავსაც და მადლიერება გამოვხატო ყველას მიმართ ვინც ყურადღება და ენერგია არ დაიშურა, გვერდით დაგვიდგა, თავისი წვლილი შეიტანა, რათა პატარა მსახიობებს მუსიკალური სპექტაკლის მიმართულება მიუზიკლი, როგორც სასცენო ხელოვნების ურთულესი ჟანრი, ღირსეულად მიეტანა მაყურებლამდე”-აღნიშნა გაზეთ “ბოლნისთან” საუბარში საზღაპრეთი 2-ის ხელმძღვანელმა ,რეჟისორმა იზო ნიავაძემ.