შაბათი, მაისი 4, 2024
spot_img

ბოლნისელი ხელოვანის მორიგი წარმატება

ბოლნისელმა ხელოვანმა ნონა პაპაშვილმა საერთაშორისო დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო. 13 აპრილს, ქართველი მხატვრების ჯგუფთან „არტ მეგობრებთან“ ერთად, ის მიწვეული იყო მილანში, საერთაშორისო ორგანიზაცია Effeto Arte Foundation–ის  მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე. ღონისძიებაზე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან  წარმოდგენილი იყო 269 მხატვარი. ბოლნისელი მხატვრის, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნამუშევარი „The paradise of iove” დაჯილდოვდა ლეონარდო და ვინჩის საერთაშორისო პრიზით. აღნიშნული ჯილდო  სიმბოლოა მნიშვნელოვანი სახელოვნებო კარიერის.

ნონა პაპაშვილი, მხატვარი: –         საკმაოდ ბედნიერი და ემოციებით დატვირთული დღე იყო. სასიხარულოა როდესაც აფასებენ და აღიარებენ შენს შრომას. უპირველეს ყოვლისა, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რადგან მართლაც საპასუხისმგებლოა იდგე მსოფლიოს 50 ქვეყნის 269 წარმომადგენელს შორის და ღირსეულად წარადგენდე საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. აღნიშნული ჯილდო მაძლევს მეტ ძალას და მოტივაციას , რომ არ გავჩერდე და ახალი იდეებითა და შემართებით ვაკეთო  საყვარელი საქმე.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები