შაბათი, მაისი 4, 2024
spot_img

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს ბოლნისიც შეუერთდა

წიგნის საერთაშორისო დღეს ბოლნისიც შეუერთდა და მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა  განათლების,   კულტურისა  და სპორტის  სამსახურის  უფროსთან კობა ჟღენტთან ერთად საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკების წიგნის ფონდი სხვადასხვა ჟანრის წიგნებით შეავსო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ორივე ბიბლიოთეკაში მყოფ მკითხველებს ამ დღის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობების სწორი ღირებულებებით აღზრდისთვის სხვადასხვა ჟანრისა და ლიტერატურის კითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

წიგნის დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება და ბიბლიოთეკები ამ დღეს სხვადასხვა ჟანრის წიგნის ფონდით ივსება. 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ეს თარიღი იუნესკომ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.                         

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები