ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024
spot_img

ანი თეთრაძე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა

ანი თეთრაძე დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულია, ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე   100%-იანი გრანტით ჩაირიცხა, როგორც თავად ამბობს ასეთ შედეგს არ ელოდა, რადგან საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მეტისმეტად კრიტიკულია.

,,აბიტურიენტობა იყო ძალიან სახალისო, შემეცნებითი და ამავდროულად დამღლელი პროცესი. ყოველ ღამე მიწევდა გამოცდებზე, ისტორიის გაკვეთილებსა და ქართულის ესეებზე ფიქრი, თითქმის მთელი დღე წიგნებთან ვიყავი, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს ვაბალანსებდი და ვცდილობდი თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვისაც დამეთმო. სწორედ ამას ვურჩევ სხვა აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა დაბნეულები არიან და არ იციან, საიდან დაიწყონ და როგორ მოასწრონ ყველაფერი, რომ დღის გეგმაში აუცილებლად გაწერონ საკუთარი თავისთვის დრო, რათა  ზედმეტი სწავლით არ გადაიწვან. ავიცენამ თქვა :”ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალი, მხოლოდ მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული”, ამ პრინციპს მივყვებოდი და აშკარაა, რომ გაამართლა. სამომავლოდ ვაპირებ ამ სფეროს ძირფესვიანად შესწავლას, ასევე მინდა შევისწავლო ის პატარ-პატარა გატაცებები, რომლებიც პატარაობაში მქონდა და სამწუხაროდ, ვერ შევძელი ადრეულ ასაკში მათთვის დროის გამოყოფა. მგონია, რომ არასდროს არაფერი არ არის დაგვიანებული და ცხოვრების ყველა ეტაპზე შეგვიძლია ჩვენი თავის პატარა მეს დაუკმაყოფილებელი სურვილების შესრულება, ესაა რისიც მწამს და რამაც შესაძლოა მიმიყვანოს დიდ სცენასა თუ სკანდინავიაში ოდინის ძველ სასახლესთან, ‘’აღნიშნა ,,გაზეთ ბოლნისთან”საუბრისას ანი თეთრაძემ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები