სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას კალენდარული წლის მანძილზე 10 თვის განმავლობაში (1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე) მიიღებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სტიპენდიის მისაღებად სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ ამ პროგრამით, აღარ მოეთხოვებათ საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა. ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება მხოლოდ უნივერსიტეტიდან აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის დამადასტურებელი ცნობა. სტიპენდიის მისაღებად ასევე საჭირო აღარ არის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლის წარდგენა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტურ დახმარებას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:
1. ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
5. სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
6. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
7. შშმ სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
8. „არასრულწლოვანთა მსჯავრდებულების კოდექსი“, საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, რომელიც გახდა სტუდენტი;გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტური დაფინანსებისთვის საბუთების მიღება 2022 წლის 1 ოქტომბრიდან განახლდება.