ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა ახალგაზრდული საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა და მათ მიერ წარმოდგენილ პროექტებსა და იდეებს გაეცნო. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა, მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებით,საკუთარი ხედვები და იდეები წარადგინეს. მერმა საბჭოს წევრებს სრული მხარდაჭერა და კოორდინირებული თანამშრომლობა აღუთქვა, რაც მათი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ახალგაზრდებს, პროექტებისა და ინიციატივების შესამუშავებლად, ახალი სივრცე გადაეცათ, სპეციალურად გამოყოფილი ადგილი შეხვედრების, პროექტების დაგეგმვის, იდეების გაზიარებისა და სხვადასხვა ინიციატივის შემუშავების სივრცედ იქცევა. სწორედ აქ შეიქმნება და განვითარდება ისეთი პროექტები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და ისეთი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებას ემსახურება.





