შაბათი, აგვისტო 16, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 156

ძვირფასო ბოლნისელებო, მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის- დავით შერაზადიშვილი

0

დავით შერაზადიშვილი ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ამომრჩეველს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
,,ძვირფასო ბოლნისელებო, მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. ბოლნისი თითოეული ჩვენგანის სახლია და კვლავ, ერთად განვაგრძობთ მისი უკეთესი მომავლის შექმნას.
ჩემთვის დიდ პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა განმეორებით გამოცხადებული თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენნებ იმისათვის, რომ თქვენი ეს დიდი ნდობა კვლავ გავამართლო!”-აცხადებს დავით შერაზადიშვილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის რვა საათზე გაიხსნა

0

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება,საარჩევნო უბნები დილის შვიდი საათიდან გაიხსნა, ხმს მიცემის პროცედურა კი რვა საათზე დაიწყო. პაანდემიიდან გამომდინარე არჩევნები კოვიდ რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს, №23 საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აღნიშვნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამოცდაორივე საარჩევნო უბანი გახსნილია და მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, აღსანიშნავია ,რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სპეციალური კოვიდ უბანი მოემსახურება. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მერობის ორ კანდიდატს, 53 მაჟორიტარეობისა და 12 პარტიას შორის მოუწევს.

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

0

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.
პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ხელისუფლება ისე მოექცევა, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს.
„მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და სწორედ ჩვენს მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი – ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი. სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს მოვექეცით ისე, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს.
მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1-ლი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1-ელ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდვაქცინაზე გაფართოვდა ხელმისაწვდომობა, რომელ ამცრელ პუნქტებშია ვაქცინაცია შესაძლებელი..

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იმისთვის, რომ მოსახლეობამ  მარტივად და შეუფერხებლად შეძლოს  ვაქცინის ჩატარება, გაიხსნა დამატებითი იმუნიზაციის კაბინეტები, მუშაობს მობილური ამცრელი ბრიგადებიც, ასევე შშმ პირთათვის არის ბინაზე ვაქცინაციაც.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაზე გაფართოვდა ხელმისაწვდომობა, ამ ეტაპზე ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა  გარდა ბოლნისის ცენტრალური კლინიკისა შეუძლიათ: შპს ,,ტრიო-მედში”, სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიასა და კაზრეთის პოლიკლინიკაში, ასევე ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე  შეიქმნა მობილური ამცრელი ბრიგადები, სადაც წინასწარ მობილიზებულ კონტიგენტთან ხდება ადგილზე სოფლად გასვლა და კოვიდვაქცინაცია. იმისთვის, რომ მარტივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს მოქალაქემ მისთვის სასურველი ვაქცინით აცრა, იმუნიზაციის ცენტრებში წინასწარ შედგენილი და გაწერილი გრაფიკი მუშაობს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ვაქცინაცია ექვსი დღე მიმდინარეობს, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი  აცრა ხდება სინოფარმით, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი – ფაიზერით,  შაბათ დღეს აცრა შესაძლებელია სინოვაკით. რაც შეეხება ,,ტრიო-მედს”, აქ აცრის დღეებია სამშაბათი, ოთხშაბათი,ხუთშაბათი. აცრა კი  ჩინური ვაქცინით და ფაიზერით არის შესაძლებელი;  ქვეშის საექიმო ამბულატორიაში სინოფარმით და სინოვაკით ვაქცინაცია შესაძლებელია  სამშაბათს და ხუთშაბათს;  რაც შეეხება კაზრეთის პოლიკლინიკას, აქ კვირაში ხუთი დღე სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს  სინოფარმით, სინოვაკითა და ფაიზერით მიმდინარეობს ვაქცინაცია.  დღის განმავლობაში საშუალოდ 200 მდე ადამიანი იცრება, თუმცა ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოიკლო პირველ ვაქცინაციაზე მსურველთა რაოდენობამ; ამცრელი კაბინეტების დამატება ემსახურება იმას, რომ გაუადვილდეთ  მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებამდე გადაადგილება და მარტივად შეძლონ ვაქცინირება. გასული კვირის მონაცემებით ვაქცინირებულია ბოლნისის მოსახლეობის 14%, აქედან ორი დოზა მიღებული აქვს 6,7%, რაც საკმაოდ დაბალია,“აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო

0

ბოლო დღეების მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო, ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში მერყეობს, კოვიდ ვითარება სტაბილურია ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, გასულ პერიოდთან შედარებით ინფიცირების ნაკლები შემთხვევები ვლინდება. აქამდე  თუ დღეში 60-70 ინფიცირებული ფიქსირდებოდა, დღეს ეს მონაცემი  20-მდე შემცირდა.  იმისთვის, რომ მეტად დაიკლოს მაჩვენებელმა,  ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს და ადამიანები ნელ-ნელა დაუბრუნდნენ ცხოვრების შედარებით აქტიურ რიტმს, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, იმუნიზაციის კაბინეტებსა და ვაქცინაციაზე ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  ხელმძღვანელი  გვესაუბრება.

„კოვიდ სიტუაცია მუნიციპალიტეტში შედარებით სტაბილურდება. იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ, არსებული  ეპიდსიტუაციის მეტად გასაუმჯობესებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ვირუსით დაინფიცირების რისკს შეამცირებს. მოსახლეობას მივმართავ თხოვნით  დაიცვან რეკომენდაციები, კერძოდ: მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ვაქცინაცია ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით, ასევე აუცილებელია პირბადის სწორად მოხმარება, სოციალური  დისტანცია და ხელების ჰიგიენა, ვფიქრობ ამ პრევენციულ ღონისძიებებს თუ გავითვალისწინებთ,  გავაუმჯობესებთ ეპიდსიტუაციას და  მოვერევით პანდემიას. თითქმის ყველამ გამოვცადეთ თუ რა რთულ ვირუსთან გვიწევს ბრძოლა, ამიტომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.  დაინფიცირების შემთხვევაში – აუცილებელია კოვიდ დადასტურებული პაციენტი იყოს იზოლაციაში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ (საჭიროების შემთხვევაში კოვიდ კლინიკაში), დაავადებულ პირთან  კონტაქტში მყოფ პირებს ვთხოვ გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, იყვნენ თვითიზოლაციაში, ინფიცირებულ პირთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში, თვითიზოლაციის პერიოდში ჩატარებული კოვიდ ტესტირების უარყოფითი შედეგი ნიშნავს რომ პიროვნება დიდი ალბათობით ტესტირების პერიოდში არის უარყოფითი, მაგრამ მომდევნო თვითიზოლაციის დღეების ნებისმიერ დღეს შეიძლება გახდეს დადებითი და შესაბამისად გადამდებიც არის გარშემომყოფებისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია იზოლაციის სრულფასოვნად დაცვა;   ამიტომ გთხოვთ,  რომ კოვიდ დადასტურებულებმა და თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა დაიცვათ იზოლაციის წესები, რათა არ შევუქმნათ პრობლემა სხვის ჯანმრთელობას, რომლისთვისაც კოვიდ ინფექცია შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დასრულდეს“. აღნიშნა ჯანდაცვის  ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.

საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია

0

თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.

როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

 ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

არემჯი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრს გახსნის

0

არემჯის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე  ინოვაციური სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნება.

2021-2022 სასწავლო წლიდან, არემჯის ტექნოლოგიების ცენტრი შექმნის კომპიუტერული მხარდაჭერის პროგრამების შემსწავლელ სრულიად ახალ პლატფორმას: სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის, საინჟინრო გეოდეზიის, საინჟინრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის. 

სამთო-გეოლოგიურ  ტექნოლოგიების ცენტრში სტუდენტებს  დახვდებათ ახალი, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური  სივრცე. აქ  ეტაპობრივად დაინერგება ისეთი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები, როგორიც არის AutoCAD, Surpac, ArcGis, Riscan Pro, Datamine, Leapfrog, Agisoft, 3D Reshaper, Leica Geo Office, Global Mapper და სხვა.  

ცენტრი ბაკალავრის საფეხურის  დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო,  სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე, ასევე მძლავრი პროგრამული მხარდაჭერის ბაზით ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებში, სემინარებსა და ვებინარებში.

,,სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს  სასიამოვნო სიახლე დახვდებათ.  ეს არის  ახლად მოწყობილი, თანამედროვე სხვადასხვა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი. აღნიშნულ სივრცეში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ თანამედროვე სამთო და გეოლოგიური  პროგრამები. მსგავსი  პროგრამების  მცოდნე სპეციალისტებზე, დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად მაღალია მათი ანაზღაურებაც.  ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს საშუალებას შეისწავლონ პერსპექტიული პროფესიები და დასაქმდნენ ჩვენს კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ამავე დროს აღნიშნული ცოდნა და გამოცდილება მათ კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო შრომით ბაზარზე.‘’აცხადებს გიორგი ჩხეიძე,  არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის  საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიური ცენტრი, არემჯისა და ტექნიკურ უნივერსიტეტის  მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია  და ის საქართველში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად. მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და არსებულის  მოდიფიცირებაზე.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტებს 2021-2022 სასწავლო წელსაც დააფინანსებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საბუთების მიღებას იწყებს.
გთხოვთ, დოკუმენტაცია წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში. ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი ჩაერთვება დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ.
მუნიციპალიტეტი სტუდენტურ სტიპენდიას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:
1.ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა სასწავლებლიდან;
3. გარდაცვალების მოწმობა;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან , რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დევნილის მოწმობა;
3. ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.
3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სოციალურად დაუცველის მოწმობა (0 დან 100 000 ქულამდე);
3.ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლები (ყველა დედმამიშვილის);
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
5.სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4.ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
6.წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (81-დან 90-ისჩათვლით 50 ლარი);
7. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (91-დან 100-ის ჩათვლით 100 ლარი).
7. შშმ. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. შშმ სტატუსი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ სასწავლებლიდან ცნობა გაცემული უნდა იყოს სწავლის დაწყების შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება. 

ვინ არის ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებული ბოლნისიდან

0

Სოფელ რაჭისუბნის მკვიდრი პოეტი ნიკო რეხვიაშვილი პირველი იღბლიანი გამარჯვებულია, მან ,,აიცერი და მოიგეში” 10000 ლარი მოიგო. როგორც ბატონი ნიკო აღნიშნავს მან კოვიდ საწინააღმდეგო იმუნიზაციის პირველი დოზა 28 აგვისტოს ჩაიტარა, Ლატარიის და გამარჯვების შესახებ კი დღეს 12 საათზე, სატელეფონო საუბრით შეიტყო. დაჯერება გაუჭირდა თუმცა, მისმა ქალიშვილმა მალევე გადაამოწმა სპეციალურ ვებ გვერდზე და აღმოჩნდა, რომ მათ ნამდვილად მოიგეს 10 000 ლარი.Ბატონი ნიკო ამბობს, რომ აღნიშნული თანხით ყოფით პრობლემებს მოაგვარებს, მოსახლეობას კი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს!

ბლოგების კონკურსის გამარჯებულია ელენე ჟღენტი

0

ქართული საგანმანათლებლო  პლატფორმა,,კენწეროს” ბლოგების კონკურსის გამარჯვებული, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის მეათე კლასის მოსწავლე ელენე ჟღეენტი გახდა, მან თემაზე ,,სამოქალაქო აქტივიზმით შეცვლილი სამყარო” ბლოგი მოამზადა. გამარჯვებულს,,კენწეროსგან”პლანშეტური კომპიუტერი გადაეცემა.მისი ბლოგი კი საუკეთესო ბლოგების ,,კენწეროზე”” გამოქვეყნდება.

,,ეს იყო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ,,კენწეროს” ბლოგების კონკურსი, სადაც მივიღე მონაწილეობა და ჩემდა მოულოდნელად გავიმარჯვე. სანამ ბლოგს დავწერდი გავეცანი ,,კენწეროს” გვერდზე ატვისრთულ სესიებს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, შემდეგ დავწერე ამ თემაზე ბლოგი სახელად: სამოქალაქო აქტივიზმით შეცვლილი სამყარო, რომელიც ავტვირთე ბოლნისის რადიო ,,ვივის” გვერდზე. ამ გამარჯვებას არ ველოდი და ახლა ვარ ძალიან ბედნიერი,” ამბობს ელენე ჟღენტი