შაბათი, აგვისტო 16, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 155

გლოვის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშები დაეშვა

0

2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა. 9 დაიღუპული პირიდან 3 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოშია მოთავსებული 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ, თუმცა სტაბილურად აფასებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ტრაგედიის შედეგად დაშავებულ პირს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს- გოგი მეშველიანი

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მის პედაგოგთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მეშველიანის თქმით მასწავლებელი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.
„ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!
მასწავლებლების ღვაწლი ფასდაუდებელია მომავალი თაობების აღზრდაში. სწორედ მათი დამსახურებაა ახალგაზრდების განვითარება.
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მასწავლებელი. ისინი ცოდნას გვაზიარებენ და მერე ცხოვრების გზაზე მიგვყვება მათდამი განსაკუთრებული პატივისცემა .
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას. მუდამ გეზეიმოთ თქვენი აღზრდილების წარმატებებითა და გამარჯვებებით!
2019 წ. ჩემი პედაგოგი მანანა შკუბულიანი „ წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.

დავით შერაზადიშვილი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს!

0

,,მსურს მასწავლებლებს მივულოცო პროფესიული დღე!

ბოლნისში გვყავს ძალიან წარმატებული, ძლიერი პედაგოგების გუნდი. ისინი ყოვედღიურად იღვწიან მომავალი თაობების აღზრდისთვის.

პედაგოგების დამსახურება, ახალგაზრდების განათლების და განვითარების საქმეში შეუფასებელია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს და მადლობა გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის!”-დავით შერაზადიშვილი.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად ხუთი უბნის ხელახალი გადათვლა განხორციელდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის №23 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ხმების დათვლის პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. 63-ვე უბნის მონაცემებით დიდი უპირატესობით გამარჯვება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა მოიპოვა. მას მოსახლეობამ უკვე მეორედ გამოუცხადა ნდობა. მეტი გამჭვირვალეობისთვის საკანონმდებლო ცვლილებაში განხორციელებული რეფორმის თანახმად, დღეს ლოტოტრონით შერჩეული ხუთი უბნის ხელახალი გადათვლა, ერთ სივრცეში ვიდეო-ფიქსაციით მოხდა, რომელსაც საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული სუბიექტი დაესწრო.

2022 წლის იანვრიდან პენსია გაიზრდება

0

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზევით მყოფი პენსიონერებისთვის 25 ლარით გაიზრდება.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშულო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია 6,4%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებლით პენსიის ზრდა ნაკლებია კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 20 ლარზე, კანონის შესაბამისად იანვრიდან პენსია 20 ლარით 260 ლარამდე გაიზრდება.

ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ფორმულით პენსიის ზრდა ნაკლებია კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 25 ლარზე, ამ შემთხვევაშიც, კანონის შესაბამისად, პენსია 25 ლარით, 300 ლარამდე გაიზრდება. მთლიანობაში, ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის საპენსიო უზრუნველყოფა – 2, 885 მილიარდი ლარი გაიწერა.

საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

0

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბერს განახლდება

0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბერს განახლდება. არსებული 12 საბავშვო ბაღიდან, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 11 ბაღში აღდგება. დროებით დახურული რჩება, ქალაქის №1 საბავშვო ბაღი, სადაც ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ბავშვები რომლებიც აღნიშნულ საბავშვო ბაღში არიან რეგისტრირებული დროებით გადანაწილდებიან სხვადასხვა ბაღებში.
თერთმეტივე შენობაში უკვე ჩატარდა დასუფთავების სამუშაოები, ყველა თანამშრომელმა გაიარა ტესტირება და სრული მზაობაა იმისა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდეს ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით.
კოვიდ რეგულაციების შესაბამისად, ბაღებში ყოველდღიურად განხორციელდება თერმოსკრინინგი. შენობაში აკრძალულია მშობლის შესვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რა დროსაც გაივლის თერმოსკრინინგს რაც შეტანილი იქნება აღრიცხვის ჟურნალში.

ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვეთ! -გოგი მეშველიანი

0

ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
,,ჩემო ბოლნისელებო, დმანისელეობო, თეთრწყაროელებო და წალკელებო, უღრმესი მადლობა ჩვენი გუნდის მხარდაჭერისთვის, ნდობისა და თანადგომისთვის.
ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებს ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები ამომრჩეველის ნდობას გაამართლებენ და განაგრძობენ მუნიციპალიტეტების განვითარებას.
ჩვენ, თქვენი ნდობა გვაძლიერებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ვიმოქმედოთ , იმისათვის, რომ გავამართლოთ თქვენი მოლოდინი.
ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი – 73.06%
დმანისი- კობა მურადაშვილი – 52.08%
თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური – 65.16%
წალკა – ილია საბაძე – 55.86%
ჩვენ, კვლავ ერთად გავიმარჯვეთ”,-ნათქვამია გოგი მეშველიანის განცხადებაში.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დავით შერაზადიშვილმა მიიღო

0

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა მიიღი. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული შედეგებით,ბოლნისის №23 საარჩევნო ოლქის, 61 უბნის მონაცემებით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ჩაგელიშვილმა ხმათა 27,45% მიიღო, ხოლო ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა 72,55%-ით დამაჯერებელი გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა.

ბოლნისის №23 საარჩევნო ოლქში ყველა უბნის მონაცემი დათვლილია

0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბოლნისის №23 საარჩევნო ოლქის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. 63-ვე უბნის მონაცემები ასე გამოიყურება:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ვახტანგ ჩაგელიშვილი, მიღებული ხმების რაოდენობა:6207, რაც 27,36 %-ს შეადგენს.
,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-დავით შერაზადიშვილი, მიღებული ხმების რაოდენობა-16479, რაც პროცენტულად 72,64% შეადგენს.
შესაბამისად მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოქმედმა მერმა დავით შერაზადიშვილმა დიდი უპირატესობით მოიგო, მას ამომრჩეველმა უკვე მეორედ გამოუცხადა ნდობა არჩევნებში.
,, ჩემთვის დიდ პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა განმეორებით გამოცხადებული თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა“-ამბობს დავით შერაზადიშვილი.