პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 154

არემჯის მხარდაჭერით, მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნი გამოიცა

0

თურმანი – ასე ეწოდება მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნს, რომელიც მის შემოქმედებას, გასულ საუკუნეში გამოქვეყნებულ და დღემდე უცნობ ნაწარმოებებს  აერთიანებს.

 

წიგნი კომპანია არემჯის მხარდაჭერით გამოიცა და მისი პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნის შემდგენელ-რედაქტორები არიან ისტორიკოსი და მკვლევარი ლევან ჟვანია და ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი გია არგანაშვილი.

 

ბასილ მელიქიშვილი არის არაერთი შესანიშნავი მხატვრული ტექსტის ავტორი. მისი შემოქმედება დატვირთულია მითოლოგიური ელემენტებით, ფოლკლორული ხასიათებითა და ისტორიული წარსულით. მწერლის მოთხრობები და მინიატურები ეხმიანება სახელმწიფოებრიობის დაკარგვით გამოწვეულ საზოგადოების მძიმე მდგომარეობას.

 

ბასილ მელიქიშვილი 1924 წელს ანტისაბჭოთა საქმინობისთვის დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ის დაავადდა ჭლექით. საბჭოთა ხელისუფლებას  შეყვანილი ჰყავდა „შავ სიაში“ და კრძალავდა მის ლიტერატურას. დაავადებულ და სიდუხჭირეში მცხოვრებ მწერალს, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ მისი უახლოესი მეგობარები: მიხეილ ჯავახიშვილი, გერონტი ქიქოძე, ევგენი ხარაძე, გიორგი შატბერაშვილი და სხვ.  1930 წელს 26 წლის მწერალი გარდაიცვალა, დასაფლავებულია სოფელ პანტიანში.

 

ბასილ მელიქიშვილი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ  ათეული წლები იყო აკრძალული. მისი შემოქმედების მცირე ნაწილი, 1975 წელს იატაკქვეშა ჟურნალ „ოქროს საწმისში“ დაბეჭდეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. 

 

წიგნი თურმანი არის ერთადერთი სრულყოფილი გამოცემა, სადაც მწერლის ნაწარმოებებთან ერთად, დაბეჭდილია სხვადასხვა ცნობილი ავტორის წერილები ბასილ მელიქიშვილის შემოქმედებაზე.

 

მარათონის ფარგლებში, ბუბა გობეჯიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

0
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, სოფელ რაჭისუბანში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
ბუბა გობეჯიშვილის განცხადებით, პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია, ამიტომ იგი საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.
ვაქცინაციის მარათონი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 19 ოტომბერს დაიწყო. დაბა კაზრეთისა და სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც არიან ჩართული.

სატესტო სტატია 10

0

სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი სატესტო სტატიის ტექსტი
სატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტი

სატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტისატესტო სტატიის ტექსტი….

შინაგან საქმეთა სამინისტროში მასშტაბური გადაიარაღების პროცესი დაიწყო

0

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ათას პოლიციელს გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები – იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგ, უახლოეს დღეებში, აღნიშნული ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები აღიჭურვებიან.

სამინისტროში შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს საპოლიციო აღჭურვილობის განახლების მასშტაბური პროცესი. ბოლო წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ეს არის ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება და თანამშრომელთა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების როგორც სამუშაო პირობების, ასევე, მათი სპეციალური აღჭურვილობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

0
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობებს სთავაზობს.
2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
მაგალითისთვის, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის მესამე სავალდებულო საგნად შესაძლებლობა აქვთ, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება ლიტერატურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის და ა.შ.
აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ.
2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

ბოლნისში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

0

,,საქართველოს სამსახურში – ვიცრებით ერთმანეთისთვის’’, ამ მთავარი სათქმელით  ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. კამპანიამ სტარტი  ბოლნისის მუნიციპალიტეტში  19 ოქტომბერს აიღო, რომელშიც სოფელ რაჭისუბნის და დაბა კაზრეთის მოსახლეობა ჩაერთო. ადგილზე ვაქცინაციას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები  აკვირდებიან. მოსახლეობას, ადგილობრივი მედ-პერსონალი სურვილისამებრ  „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინით ცრიან. უშუალოდ აცრამდე   საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. მარათონის მიზანი, ეპიდსიტუაციის ფონზე  აცრის მაჩვენებლის გაზრდაა.

ბოლნისში ადაპტირებული ზებრა გადასასვლელები იხაზება

0

 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის, საინიციატივო ჯგუფმა, დღეს ადაპტირებული ზებრა გადასასვლელების დახაზვა დაიწყო.  პროექტის ფარგლებში, მცირედმხედველი ადამიანებისთვის,  ბოლნისის ცენტრალური გზის  6 ლოკაციაზე  ფერადი გადასასვლელები გაჩნდება.

,,ბოლნისში ადაპტირებული ზებრა გადასასვლელების არ არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს მცირედმხედველი ადამიანებისთვის. ამჟამად არსებული გადასასვლელები არის წაშლილი და მათგან არც ერთი არაა მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. ჩვენ გვყავს სკოლაში მცირედმხედველი მოსწავლე და კარგად ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია როგორც მისთვის, ასევე მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ფერების კონტრასტი,  სწორედ ამიტომ დავიწყეთ აღნიშნულ ინიციაპივაზე მუშაობა, რომელიც მოწონებული და დაფინანსებული იქნა ორგანიზატორების მხრიდან.  ჩვენი მიზანია ქალაქში გაკეთდეს ადაპტირებული ზებრა გადასასვლელები, რომელიც მორგებული იქნება მცირედმხედველი ადამიანების საჭიროებებს. პროექტის განმავლობაში, აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით  მუნიციპალიტეტის მერიას, ინფრასტრუქტურის სამსახურს და საპატრულო პოლიციას,“განაცხადა ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნინო დევნოზაშვილმა.

ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა გამოცხადდა პროექტის – „ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლების გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით“, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავის საერტაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით.

 

 

 

 

 

 

,,აბულმუგის’’აბანომ ადგილმონაცვლეობა განიცადა

0

ბოლნისი-დმანისის ტურისტულ რუკაზე მალე კიდევ ერთი ლოკაცია გაჩნდება. საქართველოში პირველად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა- გვიანი შუასაუკუნეების “აბულმუგის”სპარსული აბანოს დაუშლელად და დაუზიანებლად ადგილმონაცვლეობა მოხდა.მისი ახალი “ბინა” დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისი-სომხეთის ტრასის მახლობლად მდებარეობს. პროექტი”საყდრისის კომიტეტის”აქტივისტების ინიციატივით განხორციელდა,რასაც წინ დიდი შრომა უძღოდა. ძეგლზე 2018 წლიდან არაერთი არქეოლოგიურ-გაწმენდითი თუ გამაგრებითი სამუშაო ჩატარდა, თუმცა  სპარსული აბანო, რომელიც შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ ნაგებობას წარმოადგენს, სახიფათო და სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა, მიზეზი განპირობებული იყო  არა მხოლოდ ასაკით, არამედ მიწის ქანებში მიმდინარე ბუნებრივი პროცესებით. კომიტეტმა ძეგლის გადასარჩენად ახალი გზების ძიება დაიწყო. 2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის უმძიმესი მდგომარეობის გამო, დასაშვებად  მიიჩნია მისი გადატანა.

,,ძეგლის გადარჩენის მიზნით აუცილებელი იყო მისი უსაფრთხო ადგილზე გადატანა, რისთვისაც არაერთი კომპლექსური კვლევა ჩატარდა. შეირჩა ადგილი, რომლის ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, ვინაიდან ძეგლი საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა, კომპანია  ითვალისწინებდა ყველა კომპონენტს. ზიანი, რომ არ მიდგომოდა ძეგლს , აფეთქების მუხტები საკმაოდ დაწეული იყო, თუმცა მიმდინარე ბუნებრივი პროცესების შეჩერება ვერ მოხერხდა. დავიწყეთ მსჯელობა სხვა ღონისძიებაზე, მათ შორის რადიკალურ და განსხვავებულზე, ჩვენ არ ვართ ამ მიმართულებით კომპეტენტურები, ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, საჭირო იყო სპეციალისტებისა და სხვადასხვა დარგის ექსპერტების ჩართვა,  მიზანი იყო ,,აბულმუგის“ სპარსული აბანოს უსაფრთხო ადგილზე გადატანა და ეს შევძელით“. განაცხადა „საყდრისის კომიტეტის“ წევრმა ნინო ბურჭულაძემ.ძეგლი კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა და აქ  ჩატარებული სამუშაოები, კომპანიის მხრიდან,  სრულად იყო დაფინანსებული. „რომ არა „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივა

და დაუღალავი შრომა, ძეგლის გადატანის პროცესი წარმატებით ვერ დასრულდებოდა, ეს არის ისტორიული მოვლენა, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოში ძეგლის გადატანის გამოცდილება არ არსებობდა. გვიხარია, რომ უფრო ლამაზ ძეგლს ვხედავთ, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია“- აღნიშნა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახა მჭედლიშვილმა.

დიდი შრომის შედეგად 2021 წლის 19 აგვისტოს 134 ტონიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „აბულმუგის“ აბანოს გადატანა წარმატებით დასრულდა.  ამჟამად,  ტერიტორიაზე გრძელდება, ძეგლის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მალე ეს ადგილი, ვიზიტორებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

მაგდა დევნოზაშვილი.

ბოლნისში „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ოფიციალურად გაიხსნა

0

ქვეყნის მასშტაბით, ბოლნისში რიგით მე-13-ე „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ დღეს ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში, სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის დირექტორის მოადგილე გერმანიაში უვე გართენშლეგერი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ელჩმა სიტყვით მიმართა. მან ცენტრის არსებობასა და  მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა  ადგილობრივი თვითმმართველობის წვლილს ამ პროექტის განხორციელებაში.

ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია, წაახალისოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების კონცეფცია, განავითაროს და ხელი შეუწყოს პროფესიულ ზრდას. საგანამანთლებლო მრავალპროფილური სივრცე მსურველებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებებს, მიიღონ არაფორმალური განათლება და გაიარონ მათთვის საინტერესო ტრენინგ-კურსები. ზრდასრულთა განათლების ცენტრი ბოლნისში, სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV international) საქართველოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართელობის თანადგომით შეიქმნა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაფუძნდა, პროფესიული სასწავლებელი რიგით მეცამეტეა და მას ბოლნისში ირმა ზურაბაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ცენტრს 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

 

 

საქართველოში გლოვის დღეა

0

საქართველოში გლოვის დღეა – ქვეყანა,  ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს,  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა, ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმარი და თანადგომა ბოლნისის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა გამოხატეს. ღვთისმშობლის შობის სახელობის ნიშთან გვირგვინი მიიტანეს,   მიმდებარე ტერიტორია შავი ლენტებით შეამკეს, სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა კი  პანაშვიდი გადაიხადა.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს,  საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.