პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 153

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია განიხილა

0

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობაზე. გაგრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მარათონი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მობილური ბრიგადების ჩასვლას და აცრის მსურველი მოქალაქეებისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას გულისხმობს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება.

ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მნიშვნელობას, რაც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ბუსტერად არის მიჩნეული. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების ეფექტურობა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 738 171 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 678 288 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 238 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 37 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 159 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 648 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი.

ბოლნისის აგროცენტრი ,,WinExpo Georgia 2021“-ზე

0

ბოლნისის აგროცენტრის მიერ წარმოდგენილმა  მანქანა- დანადგარებმა საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე,სადაც უამრავი მცირე მარანი  და ღვინის მწარმოებლების  პროდუქცია იყო წარმოდგენილი, ბოლნისის აგროცენტრიც ჩაერთო  და მან   პირველად ფართო საზოგადოებას პრაქტიკაში გააცნო ის  მომსახურება და სერვისები, რასაც მეწარმეებს ადგილზე სთავაზობს.

როგორც აგროცენტრის მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს მათ მიერ წარმოდგენილმა დანადგარებმა და სერვისებმა საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, აგროცენტრი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს გამოფენებში და კონკურსებში მონაწილეობის მიღებას.შეგახსენებთ რომ ბოლნისის აგროცენტრი  2020 წლის იანვარში დაარსდა, პროექტი  ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

,,აგროცენტრში დასაქმებულ სტაფს ზურგს უმაგრებს სოფლის მეურნეობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება , რომელსაც წარმატებით იყენებენ  ბენეფიციარებთან ურთიერთობისას , რაც უკვე აისახება ჩვენს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებში. აღსანიშნავია და მისასალმებელია ის ფაქტი , რომ აქ არაერთი ქალბატონია დასაქმებული , რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საკონსულტაციო საკითხებში . აგროცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: ჭურჭლის გარეცხვის სერვისი – ორთქლის გენერატორით ,( გამოიყენება კასრების , ქვევრებისა და ცისტერნების გასარეცხად) ღვინის გადაღების  და   გაფილტვრის  სერვისს , ღვინის ჩამოსხმას ბოთლებში , დასაცობებას , ეტიკეტირებას და ჩაჩის ასევე ვაკუუმში  შეფუთვას ( აღნიშნული სერვისი მოიცავს ხილის , ბოსტნეულის , ყველისა და ხორცის ვაკუუმით შეფუთვას) შეუძლიათ ისარგებლონ  ბადე შეფუთვითაც,    ეს სერვისი მოიცავს ხილისა და ბოსტნეულის  შეფუთვას, ბოლნისის აგროცენტრი მომხმარებელს  სთავაზობს პროექტების მომზადებას, იურიდიულ  და ფინანსურ კონსულტაციას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მსგავსი ლოჯისტიკური ფუნქციის მქონე აგროცენტრი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ამ ვითარების გათვალისწინებით, ბოლნისის აგროცენტრი სასურველია გახდეს საქართველოში აგროცენტრების (ლოჯისტიკის) განვითარებისა და თვითმმართველობის მიერ ბიზნესის მხარდაჭერის წარმატებული მაგალითი.’’ აღნიშნა აგროცენტრის მარკეტინგის მენეჯერმა ნინუცა მუშკუდიანმა.

 

„WinExpoGeorgia 2021“-ზე ბოლნისის მეღვინეებმა 36 ღვინო წარადგინეს

0

განსაკუთრებული და გასხვავებული არომატითა და გემოვნური თვისებებით, ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ბოლნისური მარნის ღვინოები ბოლო წლებია, ღვინის მოყვარულებსა და დაინტერესებულ პირებში დიდი მოწონებით სარგებლობს.

ქართული ღვინის ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება მეღვინეთა რაოდენობა, წელს ექსპოჯორჯიაში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეცამეტე საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 160 ღვინის მწარმოებელი კომპანიის 300-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი, კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 26 საოჯახო მარნის 36 ღვინით იყო წარმოდგენილი. ასევე გამოფენილი იყო შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები. ორდღიანი საერთაშორისო გამოფენის მიზანია მწარმოებლების პროდუქციის  პოპულარიზაცია.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული იმპორტიორები, რესტორნის ქსელები, ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.

„WinExpoGeorgia“-ს გამოფენის ფარგლებში გამართულ ღვინის მე-12 საერთაშორისო Georgiana International wine award, კონკურსზე ბოლნისურმა ღვინოებმა 21 მედალი მოიპოვა, ერთი ოქრო, შვიდი ვერცხლი და ცამეტი ბრინჯაო. კონკურსს ქართველი ღვინის ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო პროფესიონალი ჟიური აფასებდა.

არემჯის მხარდაჭერით WinExpo Georgia 2021-ზე  ბოლნისელმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინოები წარადგინეს

0

არემჯის მხარდაჭერით, 30-31 ოქტომბერს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე მეღვინეთა გაერთიანება  ღვინო ბოლნისი 26  მარნით და 36 სახეობის ღვინით იყო  წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც           ბოლნისურმა ღვინოებმა 21 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისა და ენოლოგებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  13 ბრინჯაოს, 7 ვერცხლისა და ერთიც ოქროს მედალოსანი ბოლნისური ღვინო გამოავლინა. საუკეთესო შეფასება წელს  ხმელოს მარნის 2019 წლის რქაწითელმა დაიმსახურა.

არემჯი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისთან,  2018 წლიდან თანამშრომლობს.  კომპანია აქტიურად უწყობს ხელს გაერთიანებაში შემავალი მცირე ტიპის საოჯახო მარნების მდგრად განვითარებას და მათ პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

„დღევანდელი ღონისძიება არ არის პირველი, და რა თქმა უნდა არც უკანასკნელი იქნება, რომელსაც ბოლნისელ მეღვინეებთან ერთად ვახორციელებთ. აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ბევრი მიმართულებით. ბოლნისში  მიმდინარეობს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის პროექტზე მუშაობა, რომელსაც ჩვენი დაკვეთით, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი ახორციელებს. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულზე დასრულდება მისი რესტავრაცია-რეაბილიტაცია და თითოეული აქ წარმოდგენილი  მარანი, მომავალ წელს უკვე ქართულ-გერმანული ღვინის სახლში შეძლებს საკუთარი ღვინის კვირეულის ან თუნდაც ბოლნისური ღვინოების ფესტივალის გამართვას.„ – განაცხადა არემჯის კორპორაციული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი შატაკიშვილმა. 

მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისი პირველ ეტაპზე მცირე ტიპის 15-მდე საოჯახო მარანს აერთიანებდა, დღეს გაერთიანებაში შემავალი მარნების რაოდენობა 35-მდეა გაზრდილი. 

WinExpo-ს მსგავს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, საუკეთესო შესაძლებლობაა ბოლნისელი მეღვინეებისათვის, მათი პროდუქციის პოპულარიზაციის, საერთაშორისო დონის ღვინის კონკურსში მონაწილეობისა და ახალი გამოცდილებისა და პარტნიორების მოძიების კუთხით. წელს გამოფენაზე 160-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო წარმოდგენილი.

 

N10 – ნოემბერი

0
2021 ნოემბერი N10
2021 ნოემბერი N10

ღვინის XII საერთაშორისო ფესტივალზე ბოლნისური ღვინოები იქნება წარმოდგენილი

0
WinExpo Georgia 2021-ის ფარგლებში, ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, სადაც  ბოლნისიდან 26 საოჯახო მარნის 36 ღვინო იქნება წარმოდგენილი.
ჟიური – ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენენ. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 30 ოქტომბერს დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი.
ღონისძიებაზე დაცული იქნება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები COVID-19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 711 255-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.87%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 652 505.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 961 პირი ემსხვერპლა.

„არემჯის“ მხარდაჭერით სამთო საქმისა და გეოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება

0

„არემჯის“ მხარდაჭერით სამთო საქმისა და გეოლოგიის

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება

არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე,  მეორე წელია კონფერენცია სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა დისტანციურ რეჟიმში იმართება. მიუხედავად ამისა, მასში მონაწილე მომხსენებლებისა და მსმენელების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

28-29 ოქტომბერს, ორ დღიანი კონფერენციის ფარგლებში საკუთარი მოხსენებით 28 სპიკერი წარსდგება. განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს,  მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით არსებულ გამოწვევებს, სხვადასხვა საბადოების შესახებ მომზადებული ახალი კვლევებისა და მონაცემების სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაცნობას და სხვა.

კონფერენციის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ  გაეცნონ კონფერენციის ფარგლებში მომზადებულ 14 სასტენდო მოხსენებას, რომელიც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებ-გვერდზე http://www.msgeorgia2012.com/ პრეზენტაციის სახით გამოქვეყნდება.

არემჯი 2018 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციის გენერალური სპონსორია.  კონფერენციის გახსნაზე წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში, თორნიკე ლიპარტიამ ხაზი გაუსვა კომპანიას და უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და წარმატება უსურვა ყველა მონაწილეს.

„მოხარული ვარ, რომ კონფერენციის მხარდამჭერის რანგში, ჩვენს კომპანიასაც შეაქვს მცირედი წვლილი სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ წლების მანძილზე კონფერენცია იქცა ტრადიციად და ჩამოყალიბდა იმ მძლავრ პლატფორმად, სადაც ყოველწლიურად ხდება დარგში არსებული სიახლეების გაზიარება. ვფიქრობ, არემჯის მიერ გასულ კვირას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გახსნილი თანამედროვე სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი სწორედ ის ადგილია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინტერესს და მოტივაციას გაუჩენს სტუდენტებს და მომავალში უკვე მათ მიერ წარმოდგენილ არაერთ  საინტერესო მოხსენებას გავეცნობით კონფერენციაზე. – აღნიშნა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის  სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

0

კომპანია არემჯიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, ინოვაციური, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გახსნა.

საზეიმო ღონისძიებაზე არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ მხარეებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განახლებულ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. განახლებული გეგმა სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო  პროექტის შეთავაზებას ითვალისწინებს.

თორნიკე ლიპარტია არემჯის აღმასრულებელი დირექტორი: „განათლების ხელშეწყობა და სტუდენტური მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის CSR-პროგრამის ერთერთი პრიორიტეტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვფიქრობ, რომ სწორედ ის სასწავლებელია, რომელიც  ყველა ჩვენთვის საჭირო პროფესიას აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ახალი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი ღია იქნება სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, ადგილზე   განსხვავებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან.“

არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი  სრულიად ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური  საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ბაკალავრის საფეხურის  დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო,  სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე. ასევე ცენტრში არსებული მძლავრი პროგრამული ბაზა სტუდენტებს მისცემს საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებსა და ვებინარებში წარმატებული პოზიციონირების შესაძლებლობას.

დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და არემჯის ცხოვრებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ურთიერთ თანამშრომლობა, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვემსახურებით. სწორედ სამთო ფაკულტეტის აღზრდილები არიან, ის ინჟინრები, ტექნოლოგები, რომლებიც ამ დარგს ემსახურებიან. ახალგაზრდები, დამსაქმებლები, უნივერსიტეტები ერთად ეწევიან იმ შრომას, რომელსაც შემდგომში მათ დააყენებს იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია ქვეყნების განვითარება.“

ტექნოლოგიების ცენტრში პერიოდულად ლექციებს და სემინარებს გამართავენ არემჯის მენეჯერები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, ასევე მოწვეული ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი, არემჯისა და ტექნიკურ უნივერსიტეტის  წარმატებული თანამშრომლობის შედეგია  და ის საქართველში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად. 

ირმა სოხაძის შემოქმედებითი საღამო ბოლნისის სასულიერო სკოლაში

0

 

23 ოქტომბერს ბოლნისს საქართველოს დამსახურებული არტისტი ირმა სოხაძე სტუმრობდა. ყველასათვის საყვარელ მომღერალს ბოლნისის სასაულიერო სკოლამ უმასპინძლა. კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომელსაც  საზოგადოების მცირე ნაწილი ესწრებოდა, რამაც გარემო  კიდევ უფრო თბილი და უშუალო გახადა.  ეს იყო პატარა ზეიმი თითოეული დამსწრესთვის.  ცნობილ სიმღერებს თითქმის ყველა ერთად მღეროდა ქალბატონ ირმასთან ერთად.  მასპინძელი სკოლის მოსწავლეებმა,  საყვარელი მომღერლისთვის, რამოდენიმე სიმღერა შეასრულეს და კიდევ უფრო გაალამაზეს საღამო.

,,ულამაზესი საღამო გამოვიდა თითქმის ყველა მღეროდა და ერთობოდა, ძალიან მიხარია, რომ მცირედი სიხარული მაინც მივანიჭე მსმენელს. მიყვარს ბოლნისი და ხშირად გესტუმრებით. მადლობა ასეთი გულთბილი დავედრისთვის. მადლობა მინისტრს თეა წულუკიანს, რომ ეს ლამაზი პროექტი წამოიწყო რომელის ფარგლებშიც იმართება მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში,’’- აღნიშნა ირმა სოხაძემ.