ქვემო ბოლნისში დასრულდა რიტუალების სახლის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნითა და ჩართულობით განხორციელდა. მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა, რომელიც 400 000 ლარი დაჯადა. შენობა გათვლილია 600 კაცზე და მალე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.
საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთვევაში.
ამრიგად, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და „ფაიზერის“ დოზითაიცრან,“- განაცხადა გაბუნიამ.
„სიონი“ ეროვნული ლიგა 1-ის მოსაპოვებლად იბრძვის
საფეხბურთო კლუბ „სიონმა“ ეროვნული ლიგა 1-ის მოპოვების მიზნით, შემართებით დაიწყო 2021 წლის სეზონი. მისია თითქმის შესრულებულია. გუნდმა 33 შეხვედრა გამართა, საიდანაც 24 მოგება, 6 წაგება და 3 ფრე აქვს. სატურნირო ცხრილში „სიონი“ „გაგრას“ ექვსი ქულით უსწრებს. ეროვნულ ლიგა 1-ში გადასვლამდე, გუნდს სამი შეხვედრა აქვს დარჩენილი. „სამომავლო მოლოდინს რაც შეეხება, ეს არის უმაღლეს ლიგაში აღზევების შემდეგ, მებრძოლი და ამბიციური გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რათა „ელიტ ზონაში“ სტაბილურად ვიასპარეზოთ, ვიბრძოლოთ საპრიზო ადგილებისთვის“. აცხადებენ საფეხბურთო კლუბ „სიონში“.
სოფელ გეტაში რიტუალების სახლის კეთილმოწოყობა და მინი სტადიონის პროექტირება იგეგმება
1 დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება
რა შემთხვევაში გაიცემა 200 ლარიანი საპენსიო დანამატი
დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომა და ვიმსჯელეთ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციისა და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებების თაობაზე და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები: დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს და დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ეს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა. მისი განმარტებით, სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა:
„კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. ბოლოს მინდა ვთქვა, რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულებდან გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან.
მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვალდებული ვარ, თიოთეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობა, უფრო მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია არის დაწესებული. რისკ ჯგუფებს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები დავარწმუნოთ. შემთხვევითი არ არის, რომ 60 წელს გადაცილებულებისთვის წამახალისებელი მექანიზმი შემოგვაქვს, როგორიც არის 200 ლარიანი დანამატი და სხვა უამრავი მექანიზმი, რაც ჩვენს ხელთ არის. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბოლნისელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ბოლნისელი მოსწავლეებისთვის გრძელდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 12 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბოლნისელი მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.
კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. ინტელექტუალური კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45
გისურვებთ წარმატებებს!
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის „ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის „ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისთვის“ ავტორებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინე ნავერიანთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დეტალები განიხილეს და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
„ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისთვის“ თვითმიზანია ახალგაზრდების მობილიზება და თანამონაწილეობის ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა ახალგაზრდული საკითხების საჭიროებების გადაწყვეტის მიმართულებით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ადგილობრივი ბიზნესისა და სამოქალაქო აქტორების მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ხელშესახებ და კონკრეტულ შედეგებზე ორენტირებული კავშირების დამყარება. პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, ბოლნისელ ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდული ღონისძიების გამართვაც იგეგმება.
„ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისთვის“ საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სოფელ რატევანში შიდა გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება
სოფელ რატევანში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ობიექტზე გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის მოეწყობაც.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.
ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე გაეცნენ.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ჩვენს სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. სოფელ რატევანში შიდა გზის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე ადგილობრივები კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სოფელში შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები 2020 წელსაც განვახორციელეთ და ეს პროცესი სოფელში სამომავლოდაც გაგრძელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
#ინფრასტრუქტურა2021
#ბოლნისი2021