ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იმისთვის, რომ მოსახლეობამ მარტივად და შეუფერხებლად შეძლოს ვაქცინის ჩატარება, გაიხსნა დამატებითი იმუნიზაციის კაბინეტები, მუშაობს მობილური ამცრელი ბრიგადებიც, ასევე შშმ პირთათვის არის ბინაზე ვაქცინაციაც.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაზე გაფართოვდა ხელმისაწვდომობა, ამ ეტაპზე ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა გარდა ბოლნისის ცენტრალური კლინიკისა შეუძლიათ: შპს ,,ტრიო-მედში”, სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიასა და კაზრეთის პოლიკლინიკაში, ასევე ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა მობილური ამცრელი ბრიგადები, სადაც წინასწარ მობილიზებულ კონტიგენტთან ხდება ადგილზე სოფლად გასვლა და კოვიდვაქცინაცია. იმისთვის, რომ მარტივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს მოქალაქემ მისთვის სასურველი ვაქცინით აცრა, იმუნიზაციის ცენტრებში წინასწარ შედგენილი და გაწერილი გრაფიკი მუშაობს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ვაქცინაცია ექვსი დღე მიმდინარეობს, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი აცრა ხდება სინოფარმით, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი – ფაიზერით, შაბათ დღეს აცრა შესაძლებელია სინოვაკით. რაც შეეხება ,,ტრიო-მედს”, აქ აცრის დღეებია სამშაბათი, ოთხშაბათი,ხუთშაბათი. აცრა კი ჩინური ვაქცინით და ფაიზერით არის შესაძლებელი; ქვეშის საექიმო ამბულატორიაში სინოფარმით და სინოვაკით ვაქცინაცია შესაძლებელია სამშაბათს და ხუთშაბათს; რაც შეეხება კაზრეთის პოლიკლინიკას, აქ კვირაში ხუთი დღე სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს სინოფარმით, სინოვაკითა და ფაიზერით მიმდინარეობს ვაქცინაცია. დღის განმავლობაში საშუალოდ 200 მდე ადამიანი იცრება, თუმცა ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოიკლო პირველ ვაქცინაციაზე მსურველთა რაოდენობამ; ამცრელი კაბინეტების დამატება ემსახურება იმას, რომ გაუადვილდეთ მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებამდე გადაადგილება და მარტივად შეძლონ ვაქცინირება. გასული კვირის მონაცემებით ვაქცინირებულია ბოლნისის მოსახლეობის 14%, აქედან ორი დოზა მიღებული აქვს 6,7%, რაც საკმაოდ დაბალია,“აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი.