„ეს ქვეყანა შენია“-პროექტის ფარგლებში ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში შეხვედრა მოეწყო

0
185

ბოლნისის  კულტურისა და დასვენების პარკში დღეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივით და ევროკავშირის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, შეხვედრა შედგა ახალგაზრდებთან. პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა და სამოქალაქო აქტივისტმა სამიზნე ჯგუფთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც იყო დისკუსია. შეხვედრაზე ასევე იყო კონკურსის პრეზენტაცია, თემა: „სამოქალაქო აქტივიზმი“.

შეხვედრის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

წინა სტატია,,არემჯის” მხარდაჭერით 1 ივნისი დაბა კაზრეთში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა
შემდეგი სტატია,,არემჯის“ მხარდაჭერით კაზრეთის საჯარო სკოლები პროექტში ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ჩაერთვნენ