„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ქვეყნის მასშტაბით,მესამე წელია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დახმარებით ახორციელებს და აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან, წელს პროექტში კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, რომელიც არაერთ საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობას ახორციელებს, დაბა კაზრეთის №1 და №2 საჯარო სკოლებიც ჩაერთვნენ, პირველ ეტაპზე გადამზადნენ პედაგოგები, რის შემდეგაც სკოლის ბაზაზე შეიქმნა დებატ-კლუბი. სწორედ ერთი წლის მანძილზე შეძენილ ცოდნის საფუძველზე დღეს მოსწავლეებმა საჯარო დებატები განათლების თემაზე გამართეს.
„დებატები უკეთესი განათლებისთვის“, მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტები, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. პროექტის ფარგლებში ყველა ეს უნარ-ჩვევები დაბა კაზრეთის დებატ-კლუბის მოსწავლეებმა უკვე შეიძინეს.
პროექტის მონაწილეებს წინ დიდი გეგმები აქვთ, საუკეთესოები საქართველოს მასშტაბით გამართულ ეროვნულ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.