,,არემჯის” მხარდაჭერით 1 ივნისი დაბა კაზრეთში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

0
500

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დაბა კაზრეთში ფერადი, მხიარული და მუსიკალური ღონისძიებით აღინიშნა. ცენტრალური პარკი ერთი დღით სრულიად ახალ სივრცედ გადაიქცა. აქ ყველა ასაკზე გათვლილი აქტივობა  მოეწყო. კომპანია „არემჯიმ“ ტრადიციულად წელსაც  გაახარა პატარები, მათი ორგანიზებით მოწვეული ანიმატორები პარკში თერთმეტ ლოკაციაზე განთავსდნენ   და ბავშვებისთვის  შემეცნებით-გასართობი აქტივობები მოაწყვეს.

ჟრიამული კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ საბავშვო გასართობ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში. დაბის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო  მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების ღონისძიება. სპორტის მოყვარულებისთვის კი გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში, საჩვენებელი შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭადრაკში.  ღონისძიებაზე მისულებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ღია სივრცეში გამოფენილი ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიება, მთლიანად დაბის მოსახლეობაზე იყო გათვლილი, აქტივობების  დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა კულტურის ცენტრთან ერთად „იდეების ლაბორატორიამ“ მიიღო, რომელიც კომპანია „არემჯის“ დაფინანსებით, მოსახლეობის   საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს ახორციელებს, მათ წინასწარი გამოკითხვით ახალგაზრდებისთვის საყვარელი გუნდი შეარჩიეს, რომლის მოწვევაც კომპანიამ  უზრუნველყო. ფერადი და მხიარული დღე კაზრეთში ჯგუფი ¼-ის კონცერტით დასრულდა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის საყვარელი  სიმღერები შეასრულა.

წინა სტატიადავით შერაზადიშვილი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
შემდეგი სტატია„ეს ქვეყანა შენია“-პროექტის ფარგლებში ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში შეხვედრა მოეწყო