საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ბოლნისში ღვაწლმოსილი ხელოვანები დააჯილდოვა

0
182

საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ღვაწლმოსილი ხელოვანები დააჯილდოვა.

ჯილდოები გაიცა ოთხ  ნომინაციაში:

ქართული თეატრის ქომაგი, რომელიც გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შერაზადიშვილს.

გრიგოლ კოსტავას სახელობის ჯილდო, გადაეცა მსახიობ ვლადიმერ კენჭოშვილს.

მედეა ჩახავას სახეობის ჯილდო, მსახიობ, ,,საზღაპრეთი2“-ის რეჟისორს იზოლდა ნიავაძეს გადაეცა.

ბოლნისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ლაშა ნოზაძეს, ზურაბ ხვედელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა.

ქართული თეატრის ამაგდარის წოდებებით დაჯილდოვდნენ თეატრის ღვაწლმოსილი თანამშრომლები: მსახიობი რევაზ მუშკუდიანი, მსახიობი ნათელა თარხნიშვილი, თეატრის ყოფილი დირექტორი ნანა დევნოზაშვილი, კომპოზიტორი კახა ცაბაძე, მხატვარი პაატა მძინარიშვილი, ქორეოგრაფი ზურაბ გუგუშვილი, ხმის ოპერატორი სტანისლავ ჩულუხაძე.

წინა სტატიასაქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დავით შერაზადიშვილს „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდება მიანიჭა
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა