კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

27 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. დღის წესრიგით ერთი საკითხი იყო განხილული.

1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილება შეეხო შემდეგს: სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობის უფლება, მიეცეთ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000 -ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 130 000. ხოლო ონკოლოგიური ბენეფიციარების დიაგნოსტიკური კვლევა განისაზღვროს, 500 ლარის ნაცვლად – 1000 ლარის ოდენობით.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები