ორშაბათი, აპრილი 15, 2024
spot_img

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

დღეს ქართული თეატრის დღეა,  თეატრალების პროფესიული დღის აღნიშვნა    1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის თაოსნობით  სპექტაკლ „გაყრა“–ს დადგმას უკავშირდება, რომელმაც ქართულ პროფესიულ თეატრს დაუდო საფუძველი.

იმ დროისთვის ერთადერთი წარმოდგენა, გიორგი ერისთავმა ქართული არისტროკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის თანხმობით დადგა. პიესის ავტორი და რეჟისორი თავად გიორგი ერისთავი გახლდათ და სპექტაკლში ერთ –ერთი პერსონაჟის,  „სომეხი ვაჭრის“  როლს ასრულებდა.

1850 წელს ისტორიკოსები წერდნენ , რომ ქართულ  თეატრს ჩაეყარა საფუძველი,  რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია.

წლების განმავლობაში ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.

ბოლნისის თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში 1942 წლიდან ჩნდება და უკვე 82 წელია ხელოვნების ეს დარგი ქმნის თავისი მოღვაწეობის უნიკალურ ბიოგრაფიას. 

1942 წლის  25 თებერვალს,  ბოლნისის სცენისმოყვარულთა დასი მაყურებლის წინაშე წარსდგა პირველი სპექტაკლით– ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. აღნიშნულმა წამოწყებამ დასაბამი დაუდო  ბოლნისში ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებას

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები