ბოლნისის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების გადამტვირთავი სადგური ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტი უზრუნვ ელყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული მყარი ნარჩენების მიღებას, დროებით განთავსებასა და სპეციალიზირებული სატვირთო ტრანსპორტით მის გადატანას რეგიონალურ ნაგავსაყრელზე. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვას, გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვასა და მასზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.
მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ოპერირების პარალელურად, მიმდინარეობს ბოლნისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები. მიმდინარე წლის ბოლოს, ნარჩენების განთავსების ძველი ობიექტის დიდი ნაწილი, კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაიხურება. ფუნქციონირებას გააგრძელებს მხოლოდ ძველი ნაგავსაყრელის ცხოველური ნარჩენების განთავსების უჯრედი, რომლის დახურვაც 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.
ახალი სადგური სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ობიექტი მოემსახურება ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებს. ამასთან შეიქმნა დამატებით სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები.









