HomeTVბოლნისში აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ბოლნისში აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის რვა აგვისტო, დღე რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია და უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რუსეთ- საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა .ამ დღეს ბოლნისში განსაკუთრებული პატივით იხსენებენ იმ თანამოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. გმირების ხსოვნას   პატივი მიაგეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. სოფელ დისველში, რატევანსა და ტანძიაში ნოდარ დევნოზაშვილის, ასლან შაინიძისა და საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.  

ნოდარ დევნოზაშვილი, ასლან შაინიძე და საბა დადვანი , სამი ბოლნისელი გმირი, რომელთა სახელებიც საქართველოს უახლეს ისტორიას დარჩა. ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, გმირულად დაიღუპნენ. დრო გადის, თუმცა იმ დღეების ტრაგიკული კვალი საქართველოს ისტორიასა და დაღუპული გმირების ოჯახების მეხსიერებაში კვლავ ცოცხალია.

2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს უმძიმესი შედეგები მოუტანა. რუსეთის სამხედრო აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედრო მოსამსახურის, 14 პოლიციელისა და სამი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 30 ათასი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დღემდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები