პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

მასწავლებელთა პროფესიული დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა საერთშორისო დღის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს.

განათლების საერთაშორისო ფედერაციისა და მისი 401 წევრი ორგანიზაციის ძალისხმევით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია მოხდა. შედეგად, დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანის, მათ შორის საქართველოს პედაგოგები 5 ოქტომბერს  პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ.

განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიებსა თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა მნიშვნელობისა და ღვაწლის სათანადოდო ჩვენება.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები