კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

Wings for Life World Run კახეთში ბრუნდება

17 მაისს, 15:00 საათზე საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად.

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი, კახეთში, ფინიშის მანქანის თანხლებით, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, უკვე მეათედ აიღებს სტარტს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე: wingsforlifeworldrun

კორპორაციული რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ:wflgeorgia@gmail.com

კახეთში რბენის საფასურია 30 ლარი

რეგისტრაცია სრულდება 4 მაისს, 15:00 საათზე

მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წლის ზევით სპორტსმენსა თუ მოყვარულ მორბენალს, ეტლით მოსარგებლეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რბენაში მონაწილეობა აპლიკაციითაც არის შესაძლებელი, თქვენ მახლობლად სასურველ ლოკაციაზე, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სპორტულ გუნდებთან და კოლეგებთან ერთად.

გადმოიწერე Wings for Life World Run აპლიკაცია App Sore-დან და Google Play-დან.

აპლიკაციით რბენის საფასურია 8 ევროს ექვივალენტი ლარში

Wings for Life World Run – ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. მონაწილეების განვლილ მანძილს აღრიცხავს მოძრავი ფინიშის მანქანა, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძრება. მონაწილე რბენას ასრულებს მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მას გაასწრებს.

რეგისტრაციის საფასურის 100% ირიცხება ზურგის ტვინის დაზიანების კვლევით ფონდში.

მეათე საიუბილეო გარბენი კახეთში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ტარდება.

ეს რბენა, მანძილი და ფინიშის ხაზი შენია!

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები