HomeTVდაბა კაზრეთში სასმელი წყლის პრობლემაზე მუშაობა იწყება

დაბა კაზრეთში სასმელი წყლის პრობლემაზე მუშაობა იწყება

კაზრეთის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აწუხებს. ადგილობრივების განცხადებით, ახალი წყალმომარაგების ქსელის ამოქმედების შემდეგ წყლის მოცულობა შემცირდა, განსაკუთრებით მაღალსართულიან კორპუსებში კი წნევა საკმარისი აღარ არის. მათი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება.

აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ბოლნისის სერვისცენტრის მენეჯერთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მერის პირველმა მოადგილემ სერვისცენტრის ხელმძღვანელს გია ყიფიანს დაავალა, პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა სწრაფ რეჟიმში დაიწყოს.

კომპანიის განმარტებით, კორპუსებამდე წყლის საკმარისი ოდენობა მიდის, თუმცა საჭიროა ტექნიკური შესწავლა, რათა დადგინდეს, სად იკარგება წყალი შიდა ქსელში. პარალელურად, ტექნიკურ საკითხებს საპროექტო ჯგუფი შეისწავლის. კომპანია კი სემეკთან ითანამშრომლებს, რათა დამატებითი მილის მონტაჟისთვის საჭირო ნებართვა მიიღოს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ დამატებითი მილის გაყვანა პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. ახლა ადგილობრივების მთავარი მოლოდინი ტექნიკური კვლევის შედეგები და სამუშაოების დროულად დაწყებაა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები