აქციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:
საშვილოსნოს ყელის კიბოს
არტერიული ჰიპერტენზიის
პროსტატის
კოლორექტული კიბოს
B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის
სკრინინგული კვლევები.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.



