ხუთშაბათი, ოქტომბერი 3, 2024
spot_img

ხულუტის ციხე-დარბაზის გაწმენდა-დასუთავების სამუშაოები ჩატარდა

საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”, (საყდრისის კომიტეტი) 12 სექტემბერს, ხულუტის ციხე-დარბაზის გაწმენდა-დასუთავების სამუშაოები ჩაატარა. მცენარეული საფარისგან გაიწმინდა ძეგლის ცალკეული ნაწილები, ასევე გაიწმინდა და მოწესრიგდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და ძეგლამდე მისასვლელი კიბე-საფეხურები. XVIII საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ქციას (ხრამი) ხეობაში მდებარეობს და ქართული ციხე-დარბაზების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. აქტივისტების ინიციატივით და სრული მონიტორინგით ხულუტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები (1 მლნ.ლ) სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დასუფთავების სამუშაოების მორიგი ეტაპი გვიან შემოდგომაზე, ძეგლების გაწმენდა-დასუფთავების საშემოდგომო კამპანიის ფარგლებში ჩატარდება, რომელშიც მოხალისე მოქალაქეებიც იქნებიან ჩართულები. 12 სექტემბერი, ხულუტის გაწმენდითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას კომპანია „RMG”-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იღებდნენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები