ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

0
201

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა,  შინ მოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დღეის მონაცემებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორი ვეტერანია, რომლებსაც მთავრობის განკარგულებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1000 ლარი, ბოლნისის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 500 ლარი ჩაერიცხებათ. სახელმწიფოსგან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ ომში დაღუპულთა ოჯახებიც.

წინა სტატიასოფელ ბოლნისში სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის იუბილე აღინიშნა
შემდეგი სტატიამორიგი გამწვანების აქცია კულტურისა და დასვენების პარკში