კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
Homeკულტურახანგრძლივი პაუზის შემდეგ ბოლნისის თეატრი სცენას უბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბოლნისის თეატრი სცენას უბრუნდება

მსოფლიო პანდემიის პერიოდში, უამრავ გამოწვევას შორის, ყველაზე მეტად  ხელოვნების ის დარგები დაზარალდა, რომელთაც უშუალო კავშირი და კონტაქტი აქვს ფართო მაყურებელთან. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე  ბოლნისის მუნიციპალურ თეატრს გარკვეული პერიოდი სპექტაკლების ჩვენება ონლაინ რეჟიმში უწევდა, რაც სრულიად არაკომფორტული აღმოჩნდა როგორც მსახიობებისთვის ასევე მაყურებლისთვის,  თუმცა ახლა ახალი იდეებითა და  დიდი გეგმებით იწყებენ მუშაობას,  ცდილობენ შეიმუშაონ ისეთი ფორმა რომელიც ყველანაირ გამოწვევას გაუძლებს და   რეგულაციების მიუხედავად კომფორტულ გარემოში შეძლებენ მაყურებლამდე მისვლას. მუდამ სიახლეების მოყვარული სამხატვრო ხელმძღვანელი, რომლის იდეებსაც საზღვარი არადროს არ აქვს, ახლა კიდევ   უფრო მრავალფეროვანი  გეგმებით წარსდგა დასის წინაშე. ,,თამაშს არ აქვს საზღვარი, ეს იქნება თეატრი, ქუჩა, სხვენი, ველური ბუნება, მთავარია სურვილი და მიზანსწრაფვა“,აცხადებს ლაშა ნოზაძე.

 16 მარტს, ბოლნისის თეატრში, პირველი შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. წარმოდგენილი და განხილული იქნა არსებული და სავარაუდო შემოქმედებითი გეგმები.

„ჩვენ მრავალფეროვანი რეპერტუარი გვჭირდება, სხვადასხვა გარემოზე ადაპტირებული,  ვგულისხმობ ფორმებს – თამაშს არ აქვს საზღვარი, ეს იქნება თეატრი, ქუჩა, სხვენი, ველური ბუნება, მთავარია სურვილი და მიზანსწრაფვა – მუდმივად ახლოს ვიყოთ მაყურებელთან. გადაწყვეტილი გვაქვს რამდენიმე სპექტაკლის ერთდროულად ჩაშვება, რომელიც სხვადასხვა ასაკის მაყურებლის ინტერესსა და გემოვნებას დააკმაყოფილებს. ვითამაშოთ ყველგან, ყველასთვის და ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენი მიზანია მრავალფეროვნება სხვადასხვა ავტორის, რეჟისორისა და შემსრულებლის ჩართულობით შევქმნათ. ამ წუთისთვის რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, პირველი, ვინც ჩვენ მრავალფეროვნების შექმნაში დაგვეხმარება, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – იოსებ ბაკურაძე გახლავთ.

ასევე პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ სხვადასხვა მოწვეულ რეჟისორთან, ავტორთან და შემსურებელთან. თეატრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ექსპერიმენტები, კოლაბორაცია და ტემპი, მაყურებელთან ურთიერთობის ტემპი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხარისხში. გვსურს, მეგობრობის ხელი ჩამოვართვათ ყველა ქართულ თეატრს, მოვიწვიოთ და ვესტუმროთ მათ. აქტიური მონაწილეობა მივიღოთ  ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ თეატრალურ ფესტივალებში,“ განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა  ლაშა ნოზაძემ.

განსაკუთრებული სიურპრიზი რაც ბოლნისელ მაყურებელს ელის ეს არის ,,არტ ეზო“, ამავე შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სწორებ კულტურის ცენტრისა და თეატრის ერთობლივი პროექტის პირველი მაკეტი – „არტ ეზო“ რომელიც კულტურის სახლის შიდა ეზოში განთავსდება და დაეთმობა შემოქმედებითი სფეროს ყველა მიმართულებას. მაკეტის ავტორია ნუგზარ გიორგაძე.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები