საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული

0
189

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული.

აღნიშნული მედიკამენტებია: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ, იანუვია ტაბლეტი 100მგ, იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ, ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ, შპრიც-კალამი ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ, ატაკანდი ტაბლეტი 16მგ, ბრილინტა ტაბლეტი 90მგ, დიოვანი ტაბლეტი 160მგ, კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ, კონკორი ტაბლეტი 10მგ, კრესტორი ტაბლეტი 20მგ, ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ, აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ, ფლაკონი ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ, ტუბი არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ, სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი. თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.

წინა სტატიაბოლნისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელები მოინახულეს
შემდეგი სტატიადღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო