საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ჰუმანიტარული მოძრაობის უნიკალურობისა და ერთიანობის გამოსახატავად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეს ყოველი წლის 8 მაისს აღინიშნავს, რომელსაც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ბოლნისის ფილიალი კვირეულით უერთდება, ფილიალმა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა, გამოფინა აქტივობის ამსახველი ფოტოები და სპეციალურად დატრენინგებულმა მოხალისეებმა მულაჟის დახმარებით, პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაატარეს.
ეროვნული წითელი ჯვრის საზოგადოება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და მთავარი პრინციპები ყველგან უცვლელია. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისიაა გაჭირვებულთა დახმარება საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების გამოყენებით.