
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით, წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს ბოლნისიც შეუერთდა და, სიმბოლურად, ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში, თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ამ დღეს, მეხუთედ შეუერთდა.
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრალური დასის მსახიობებმა, სულხან-საბას შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს, ხოლო მუსიკალურად კომპოზიტორი ლევან ქუქჩიშვილი აფორმებდა,წარმოდგენის დასრულებისთანავე მოხდა ორ ნომინაციაში დაჯილდოება, პირველი ნომინაცია „წლის საუკეთესო მკითხველი“ მიენიჭა მეათე კლასის მოსწავლეს ანი ცინდელიანს, ხოლო მეორე ნომინაციაში „საბიბლიოთეკო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის“ დაჯილდოვდა IV კლასის მოსწავლე ილიაზ გულმამედოვი. ღონისძიების ჩატარების მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას.